„გავრილოვის განცხადებები არ წამიკითხვას. რადგან მეკითხებით, ალბათ, ხისტი განცხადებები აქვს. ჩემს მეხსიერებაში გავრილოვს გამორჩეული ადგილი არ უკავია. მისი განცხადებები გასაგებია როგორიც იქნება. პოლიტიკოსი თუა, განცხადებებს ყველა პოლიტიკოსი აკეთებს," - აცხადებს „რეზონანსთან" უმრავლესობის წევრი ბიძინა გეგიძე რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის თბილისში ვიზიტის შესახებ საუბრისას.
ანტიქართული განწყობით ცნობილი რუს დეპუტატი, სერგეი გავრილოვი მონაწილეობას მიიღებს მართლმადიდებელ დეპუტატთა საპარლამენტო ასამბლეაში, რომელსაც ავლაბრის სახელმწიფო ცერემონიების სასახლე უმასპინძლებს.
ბიძინა გეგიძის განცხადებით, გავრილოვის ვიზიტი საქართველოს კანონდებლობასთან წინააღმდეგობაში არ უნდა მოდიოდეს.
„რუსეთის სხვადასხვა რანგის წარმომადგენლებიც ჩამოსულან. საერთაშორისო ღონისძიებაა და რა თქმა უნდა, მას არ უნდა ჰქონდეს ჩვენ კანონდებლობასთან რამე კონფლიქტი, საზღვრის გადმოლახვის დროს საქართველოს კანონდებლობა არ უნდა ჰქონდეს დარღვეული," - განაცხადა ბიძინა გეგიძემ.