თამთა ჩაჩანიძე
20.06.2019

 თბილისში მიმდინარე მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეასთან და მასში რუსი დეპუტატების მონაწილეობასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების" წევრი და უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია „რეზონანსთან" ამბობს,რომ თუ ვინმე ტურისტად ჩამოვა, ხელი არ უნდა შეეშალოს, მაგრამ თუ პიროვნება დესტაბილიზაციისთვის ჩამოდვიდა ეს უკვე ცალკე უწყებების საქმეა.

„აღნიშნული რუსი დეპუტატი (სერგეი გავრილოვი) კი საერთოდ არ გამიგია, თუ მას შემჩნეული აქვს გარკვეული ხარვეზები, მაშინ მას არ შემოუშვებდნენ და ვერ გადმოკვეთავდა საზღვარს, დანარჩენი, ძალიან ძნელია აქედან საუბარი, ვინ ვისი მეგობარია და ვინ რატომ ჩამოვიდა.

„თქვენ იცით, რომ გახსნილია საზღვარი და უამრავი ტურისტი ჩამოდის, რა მისიით ჩამოვიდა, ეს უკვე, რა თქმა უნდა შესასწავლია, თუ ის აქ არის გარკვეული მოსამზადებელი პერიოდის ჩასატარებლად, იმიტომ, რომ აქ რაღაც არეულობა და დესტაბილიზაცია გამოიწვიოს, ეს უკვე სხვა საქმეა და იმოქმედებენ ისე, როგორც ამას ინსტრუქცია იძლევა ასეთ დროს.

"ეს ნებისმიერ ქვეყნაში ასეა, მაგრამ თუ ის ტურისტად ჩამოვა, რატომ უნდა შეეშალოს ხელი? როდესაც ამდენი ტურისტი ჩამოდის რუსეთიდან და თითქმის მილიონს გასცდა მათი რიცხვი. ასე რომ კონკრეტული ფაქტები ეს უკვე ცალკე უწყებების საქმეა."-აცხადებს ქანთარია

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×