„თბილისი პრაიდი" "ღირსების მარშთან" დაკავშირებით იურისტი კახა კოჟორიძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ აღნიშნულ სკითხთან დაკავშირებით სამართალდმცავი ორგანოები სათანადოდ არ იყვნენ მობილიზებულები, რომ ადამიანებს თავისი კონსტიტუციური უფლება დეცვათ.
„მე არ ვიცი რა იფომაციაზე დაყრდობით გააკეთა შსს-მ ეს განცხადება. რაც ჩვენ საჯაროდ დავინახეთ, იმის იქით იყო თუ არა კიდევ სხვა ინფორმაცია, რომლის გამოც ეს განცხადება გააკეთა, არ ვიცი, მაგრამ, ახლა რაც ჩანს, ის არის, რომ სამწუხაროდ სამართალდამცავი ორგანოები სათანადოდ არ იყვნენ მობილიზებულები იმისთვის, რომ ადამიანებს თავისი კონსტიტუციური უფლება განეხორციელებინათ.
„ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები რა თქმა უნდა აკვირდებიან იმას, თუ საქართველო რამდენად იცავს საკუთარ მოქალაქეების უფლებებს და რამდენად არის ის საერთაშორისო საზოგადოების თანამოაზრე.
"სახელმწიფოში, სადაც არსებობს ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ წიგნი, ან წყარო, რომლის მიხედვითაც შეიძლება, ადამიანებმა თავიანთი ქცევის სისწორე განსაზღვრონ, ზოგს მიაჩნია, რომ ქცევის სისწორე უნდა განისაზღვროს რელიგიური წიგნებით, ზოგს მხატვრული ლიტერატურით, ზოგს ტრადიციებით და ა.შ. მაგრამ როდესაც სახელმწიფოებრივ აზროვნებაზე ვსაუბრობთ, სახელმწიფოში მთავრი წიგნი არის კონსტიტუცია და არის კანონი.
„კონსტიტუცია არის იმ უძირითადესი პრინციპების, იმ კონსესუსური პრინციპების გამოხატულება, რომელიც საზოგადოებაში მიღებულია. ყველა ვართ განსხვავებულები არა მხოლოდ ეროვნულ დონეზე, არამედ ოჯახშიც, მაგრამ ამ განსხვავებულობას აქვთ საერთო და ის საერთო წერია კონსტიტუციაში, ყველა მოქალაქის ვალდებულებაა დაიცვას კონსტიტუცია.
პირველ რიგში, კონსტიტუციის დაცვის ვალდებულება ეკისრება სახელმწიფოს და ხელისუფლების ორგანოებს, როცა ადამიანები ირჩევენ, მათ ავტომატურად ავალებენ კოსტიტუციის დაცვას, ეს არის სახელმწიფოებრივობის აქსიომა.
„თუ ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს (ამ შემთხვევაში იგულისხმება ლევან ვასაძე, ასევე ფალავანდიშვილი) მიაჩნიათ, რომ თავიანთი პოზიცია არის უფრო რაციონალური და სწორი, მათ რაციონალური მსჯელობით და არგუმენტებით უნდა დააჯერონ საზოგადოება (არა ძალადობით), რომ მათი პოზიცია სწორია, თუ საზოგადოება ამას დაიჯერებს, შესაძლოა შემდეგ საკანონმდებლო ცვლილებებშიც განხორციელდეს და იმის მიხდვით დარეგულირდეს ეს საკითხი.
"ახლა ერთი მოცემულობაა, რომ კონსტიტუციაში წერია სხვა რამ, მაგრამ რეალობაში სულ სხვანაირად ხდება.
„ბატონ ვასაძეს და ფალავნდიშვილსაც აქვთ პოზიციის დაფიქსირების უფლება, მათ აქვთ უფლება, რომ გარკვეული უმცირესობის და უმრავლესობის მიმართ დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია და აზრი, მათ შორის საჯაროდაც, მაგრამ ამან არ უნდა მიიღოს ძალადობის სახე.
"დავინახეთ, რომ რაც ხდებოდა, სამართალდარღვევის ნიშნებს შეიცავდა. ამის წინღმდეგები ვართ, რომ საზოგადოებაში ასეთი ტიპის მსჯელობები აღარ იყოს, მთვარია რაციონლურად, ცივი გონებით და არგუმენტბით მოხდეს ეს ყველაფერი, რაც სამწუხაროდ პროცესს აკლია და არა ისე, რომ ვინ ხმამაღლა დაიყვირებს რაღაცას." - თქვა კოჟორიძემ.
იურისტისვე თქმით, მიმდინარე პროცესები ხელოვნურადაა შექმნილი, რათა გადაიფაროს სხვა მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა მაგალითად სასამართლო ფორმირება და სხვა.
„მე მრჩება შთაბეჭდლება, რომ ეს პროცესი არის ხელოვნური, ეს პროცესი არის იმ მიზნით ორგანიზებული, რომ გადაიფაროს სახელმწიფოში არსებული ძალიან ბევრი, ბევრად უფრო ღრმა და ფუნდამენტური თემა, მაგალითად სასამართლო ხელისუფლების ფორმირება
"ახლა არის უმწვავესი საკითხი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის და საოგადოება ხედავს, რომ ის რაც საკანონმდებლო ცვლილებებით დაიწერა, იმასაც კი არ აკეთებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, აი ამაზე საზოგადოების ყურადღება აღარ არის, იმიტომ, რომ სხვა თემამ გადაფარა.
„კიდევ არის სხვა მნიშვნელოვანი თემები, რომელიც საზოგადობას აწუხებს, როგორიც არის ბიზნესი, ეკონომიკური განვითარება, სიღარიბის დაძლევა, განათლების თემა, ეს ფუნდამეტური თემები ისეთი ტიპის თემებით იფარება, როგორიცაა მაგალითად, „ვიღაცამ კომბლები შეაგროვა და პოლიციის კორდონის გარღვევას აპირებს". აი ამით გადაიფარა ძალიან ბევრი ის თემა, რომელიც არის სასიცოცხლოდ აუცლებელი" - აცხადებს კახა კოჟორიძე „რეზონანსთან" საუბარში.