თამარ შუკვანი
20.06.2019

 „გავრილოვი რუსეთის სამხედროების კლანის დაჯგუფების წევრია და რაც ყველაზე საინტერესოა, საჰაერო ძალების უშუალო ინტერესების დამცველი. ასე რომ, „მი-24"-ის გამოჩენაც შესაძლოა სწორედ ამასთან იყოს კავშირში," - ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბრისას 20 ივნისს რუსეთის მიერ საჰაერო საზღვრის დარღვევას ამავე დღეს საქართველოს პარლამენტში მომხდარ ფაქტს უკავშირებს.

ვახტანგ მაისაია იმ ტიპის ვერტმფრენზე საუბრობს, რომელმაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიფირინა; მისი განცხადებით, თუკი გავრცელებული ფოტომასალით ვიმსჯელებთ, ეს „მი-24" ტიპის („კრაკადილის") ვერტმფრენი იყო. მისი თქმით, საჰაერო საზღვის დარღვევის ფაქტი ბოლოს გასულ წელს მოხდა.

„მსგავსი ფაქტი შარშან 2018 წელს მოხდა, გადაფრენა მი-8 ტიპის თვითმფირნავებმა მოახდინეს. დღევანდელ ფაქტთან დაკავშირებით, ფოტოსურათი თუკი ნამდვილია, ეს არის შემტევი „მი-24" ტიპის ვერტმფრენი, („კრაკადილი"). რუსები ამით ძალის დემონსტრირებას ცდილობენ, რაც შესაძლოა გავრილოვთანაც იყოს კავშირში.

„სიტუაცია დროში დაემთხვა; ამის საბაბი გავრილოვია. ვითარება დღის პირველ ნახევარში უკვე დაძაბული იყო, რაც თავხედური პოლიტიკური ცინიზმისა და ჰიბრიდული ომის გამოხატულება გახლდათ.

"გავრილოვი იყო „მიგ-29"-ის მწარმოებელი და ერთ-ერთი ავიაკომპანიის გენერალური მდივნის მთავარი მრჩეველი. ის სწორედ ამ ლობისტურ დაჯუფებაში შედიოდა და ასევე რუსეთის სამხედრო ავიაციის მშენებარე კორპორაციაში მონაწილეობდა, მათ შორის „მი-24"-ის მშენებარე კორპორაციაშიც," - აღნიშნავს ის.

რუსეთმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია, რაც 20 ივნისს 13:00 საათზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ვერტმფრენმა ჯერ სოფელ ერგნეთს გადაუფრინა, შემდეგ კი სოფელ დიცის მიმართულებით წავიდა.

მაისაიას განცხადებით საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ამ ფაქტს შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს. მისი თქმით, რუსეთისთვის, ყველაზე მცირე, საპროტესტო ნოტა უნდა იქნას გაგზავნილი.

„რუსებს არავითარი უფლება არ ჰქონდათ ჩვენ სივრცეში ასეთი სამხედრო მუქარის შემცველი დემონსტრაციული მანევრი განეხორციელებინათ. საქართველოს სუვერენულ საჰაერო სივრცეს შემტევი ტიპის სამხედრო ვერტმფრენი არღვევს. ამას შესაბამისი რეაგირება უნდა მოყვეს. დაირღვა ჩვენი საჰაერო სივრცე.

„გამოყენებული იყო სწორედ შემტევი ტიპის ვერტმფრენი, რომელიც ობიექტების გასანადგურებლად გამოიყენება. ჩვენმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ ფაქტზე სპეციალური ნოტაც უნდა გაუგზავნოს რუსეთს. დაიბაროს რუსეთის დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები და სულ მცირე საპროტესტო ნოტა გადასცეს. მითუმეტეს თუკი მათ გამოიყენეს შემტევ ტიპის საბრძოლო ვერტმფრენი, გაპროტესტების მიზეზს ეს ორმაგად იძლევა," - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×