ია აბულაშვილი
20.06.2019

"ისევ ჩემი გონიერი და ჭკვიანი ერის იმედი მაქვს, რომ სიტუაცია არ დაიძაბება და შანსს არ მივცემთ ჩასაფრებულ მტერს"- ასე ეხმიანება მომღერალი ირმა სოხაძე პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს, რასაც საზოგადოების მღელვარება მოჰყვა.

"სიტყვას დიდი ძალა აქვს და პროგნოზის გაკეთებაც ხანდახან სარისკოა. პოლიტიკოსი არ ვარ და ამიტომ მხოლოდ ჩემს მოსაზრებას მოგახსენებთ. ამ აღმაშფოთებული ფაქტით რუსეთისთვის ქვეყნის გადაბარება რომ ვერ მოხდებოდა და ვერც გავრილოვი დაგვიჯდებოდა მეფის ნაცვალად საქართველოში გასაგებია, მაგრამ გასაკვირი ისაა, რომ ის რაც პარლამენტში მოხდა, იმაზე ყველა აცხადებს, რომ არ იცოდა. თუ არა იცოდნენ,

"რა გამოდის? მტერი შემოიპარა და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა? იმედია ყველაფერი გაირკვევა, მაგრამ მანამდე ყველას გვმართებს გონიერება, რომ ცხელ გულზე რამე არ მოხდეს და სიტუაცია არ დაიძაბოს;

"შანსი არ მივცეთ ჩასაფრებულ მტერს შინ თუ გარეთ. ისევ ჩემი გონიერი და ჭკვიანი ერის იმედი მაქვს" - განაცხადა "რეზონანსთან" ირმა სოხაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×