როგორც კი საჭირო იქნება, მაშინვე გადავდგები, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის შენობაში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელობა არ აქვს ვინ გადადგება და ვინ დარჩება.
ის რაც ახლა ხდება ტრაგედიაა და დღევანდელი შემთხვევა როგორც არ უნდა დამთავრდეს, თავდასხმა პოლიციასა და პარლამენტზე შესაბამისად შეფასდება და ყველა კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება.
შსს მინისტრი მოქალაქეებს მოუწოდებს, პატივი სცენ პოლიციელებს.
როგორც არ უნდა დამთავრდეს დღევანდელი ტრაგიკული შემთხვევა, თავდასხმას პოლიციასა და პარლამენტზე ექნება შესაბამისი შეფასება და ყველა დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს პარლამენტის შენობაში განუცხადა.
„ის, რაც ხდება, არის არა სამწუხარო, არამედ ტრაგედია. რა თქმა უნდა, მიზეზი შეიძლება იყოს ბევრი. ზოგჯერ მიზეზი შეიძლება იყოს სამართლიანი, თუმცა სახელწმიფო ინსტიტუტებზე შეტევა, ან შეტევისკენ მოწოდება, როგორც არ უნდა დამთავრდეს დღევანდელი ტრაგიკული შემთხვევა, თავდასხმას პოლიციაზე, რომელიც არის სახელმწიფო ინსტიტუტი და თავდასხმას პარლამენტზე ექნება შესაბამისი შეფასება და ყველა დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით," - განაცხადა გიორგი გახარიამ.