„როდესაც ბიძინა ივანიშვილს აგინებენ თუ აუგს ამბობენ მასზე, ქვეყენაში ძნელია რამეზე ლაპარაკი. პოზიცია-ოპოზიცია რა შუაშია აქ? მიხედეთ, ხალხო, ერთმანეთს. სიყვარულის გარეშე არ გამოვა არაფერი, დავიღუპებით. პატარა ქვეყანა ვართ, არ გვყავს მილიონიანი ჯარი. რომც გვყავდეს, რად გვინდა, დავხოცოთ და ამოვხოცოთ ხალხი?" - აცხადებს „რეზონანსთან" „ერისიონის" სამხატვრო ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შესახებ საუბრისას.
ჭკუასელის განცხადებით, ხელისუფლებას თმენის ვალდებულება გააჩნია, თუმცა, მისი თქმით, მინისტრმა დარბევამდე აქტივისტები რამდენჯერმე გააფრთხილა:
„ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა უნდა გვქონდეს. მანქანის გადაბრუნებით კეთდება რამე? მმართველ გუნდს თმენის აუცილებლობა გააჩნია, თუმცა მოთმენასაც გააჩნია ახლა. მე შემძრა იმ ფაქტმა, რომ ვიღაცამ თვალი დაკარგა. ეს სამშობლოს სიყვარული ნამდვილად არ არის. ეს გაურკვეველი რამ არის.
„ხელისუფლების მხრიდან თუ არ მოხდა გაფრთიხლება, ძალიან მიუქარიათ. ორჯერ თუ სამჯერ გამოვიდა მინისტრი, ეს გაფრთხილება არ იყო? ოპოზიცია უნდა იყოს, მაგრამ საქმიანი. თუ ერთამენეთს ამოხაცავენ, რა ჯანდაბად მინდა სიცოცხლე 85 წლის კაცს?" - განაცხადა ჯემალ ჭკუასელმა.