ია აბულაშვილი
21.06.2019

 „ამ სიტუაციიდან გამოსავალი არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებიდან უნდა წავიდეს, დაინიშნოს  საპარლამენტო არჩევნები, რომელიც პროპორციული საარჩევნო სისტემით უნდა ჩატარდეს“, - ასე ეხმაურება აკადემიკოსი იულონ გაგოშიძე ქვეყანაში განვითარებულ ბოლო მოვლენებს.

„მე ვიყავი აქციაზე, რომელიც პარლამენტის წინ მიმდიანერობდა, იმიტომ, რომ სამარცხვინო მოვლენა მოხდა - რუსი ოკუპანტი შემოიყვანეს და სპიკერის სკამზე დასვეს. ამის გასაპროტეტსებლად მივედი. მაგრამ ბოლოს მოხდა ძალიან ცუდი. 

„ხელისუფლება და ოპოზიცია მოიქცა ცუდად. რა მიზანი ჰქონდა პარლამენტში შეჭრას, ჩემთვის გაუგებარია. ძალიან ჰგავდა პროვოკაციას, რომელიც აპრობირებული  მეთოდია - ხალხს მიუშვებენ და მერე ვეღარ აჩერებენ. როგორც ჩანს, ვიღაცას უნდოდა. მოვლენები ასე არ განვითარდებოდა პარლამენტის თავმჯდომარე, შსს მინისტრი და უშიშროების მინისტრი მაშინვე რომ გადამგარიყვნენ.

„დღეს გამოსავალს მხოლოდ იმაში ვხედავ, რომ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებიდან უნდა წავიდეს, დაინიშნოს საპარალმენტო არჩევნები, რომელიც პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს, მაშინ  მართლაც კარგი პარლამენტი გვეყოლება“, - განაცხადა „რეზონანსთან“ იულონ გაგოშიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×