ტატა შოშიაშვილი, თამარ შუკვანი
21.06.2019

 თსუ-ს პირველ კორპუსთან მიმდინარე აქციაზე რამდენიმე ასეული სტუდენტია შეკრებილი. ისინი 20 ივნისს პოლიციასთან შეტაკებისას დაკავებული აქტივისტების გათავისუფლებას და იმ ძალოვნების დასჯას ითხოვენ, ვინც გუშინ არაპროპორციული ძალა გამოიყენა. ამისათვის ხელისუფლებას 24-საათიან ვადას აძლევენ.

აქციის მონაწილეთა ნაწილი პარლამენტის შენობისკენ დაძვრას ითხოვს, თუმცა მეორე ნაწილს სურს თსუ-სთან პოლიტიკოსების გარეშე გამოხატოს თავისი პროტესტი და აცხადებენ, რომ პოლიტიკურ პარტიებს ემიჯნებიან. 

აქციის მიმდინარე ტერიტორიაზე პოლიციელები არ იმყოფებიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×