ტატა შოშიაშვილი, თამარ შუკვანი
21.06.2019

 პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას თსუ-სთან შეკრებილი სტუდენტების ნაწილი შეუერთდა, რომელსაც მიშა მშვილდაძე მიუძღოდა. სიტყვით გამოსვლა სცადა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ, მაგრამ  მას ამის საშუალება არ მისცეს და რამდენჯერმე სტვენით გააწყვეტინეს სიტყვა. მან ბოლოს დატოვა ტრიბუნა.

აქციის წევრები ითხოვენ, რომ გიორგი გახარიამ დატოვოს თანამდებობა - „გახარია უნდა დაისაჯოს!“ - ამბობენ ისინი. აქციის წევრები გახარიას თანამდებობის დასატოვებლად სამ საათს აძლევენ.

ტერიტორია გადაკეტილია, ხოლო პოლიცია ამჟამად მობილიზებულია საკრებულოს ტერიტორიიდან პირველი სკოლის ტერიტორიამზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×