ტატა შოშიაშვილი, თამარ შუკვანი
21.06.2019

 პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე სპეცრაზმელები გამოჩნდნენ, რომლებიც აღჭურვილები არიან ხელკეტებითა და დამცავი ფარებით. მათ აქციის მონაწილეები სტვენით და შეძახილით „წადი!“ შეხვდნენ. სპეცრაზმელები პარლამენტის კიბეებთან იმპროვიზებული ტრიბუნის უკან იდგნენ, თუმცა შემდეგ პარლამენტის ეზოს სიღრმეში გადაინაცვლეს.

აქციის მონაწილეთა რაოდენობა ამ დროისთვის გაიზარდა. რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. მათ სრულად აქვთ დაკავებული ტერიტორია 1-ლი სკოლიდან მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლემდე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×