რეზონანსი
22.06.2019

 (რეზონანსი) რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვს უზრუნველყოს, ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი რუსი ჟურნალისტების და რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„დღეს, თბილისში აგრესიულად განწყობილი რადიკალური ელემენტების მხრიდან, ტელეკომპანია „Россия 24"-ის გადამღებ ჯგუფზე იყო თავდასხმის მცდელობა. მანამდე, მასობრივი არეულობის დროს, საქართველოს დედაქალაქში დაშავდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები.

საქართველოს ხელისუფლებისგან მოვითხოვთ, უზრუნველყოს ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი როგორც რუსი ჟურნალისტების, ისე რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოება.

ველოდებით შესაბამის რეაგირებას საერთაშორისო ორგანიზაციებისგან და პირველ რიგში, ეუთო-ს წარმომადგენლისგან ჰარლემ დეზირისგან.

ყურადღებით ვაგრძელებთ საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე დაკვირვებას", - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×