რეზონანსი
22.06.2019

 (რეზონანსი) რუსთაველის გამზირზე საავტომობოლო მოძრაობა გადაიკეტა. ამ წუთებში, პარლამენტის შენობის წინ, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციაზე შეკრებილებს სიტყვით გამომსვლელები მიმართავენ.

აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია, 20 ივნისს დაკავებულები უნდა გათავისუფლდნენ და ამისთვის ვადას დღის ბოლომდე აძლევენ. ისინი ასევე ითხოვენ შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას და იმ პოლიციელების დასჯას, რომლებიც ხალხს სასტიკად გაუსწორდნენ. აქციის მონაწილეების კიდევ ერთი მოთხოვნა არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×