(რეზონანსი) ჩემი პასუხია, რომ ტურისტებმა უნდა გააგრძელონ აქ ჩამოსვლა, იმიტომ, რომ მათ საქართველო უყვართ. პოლიტიკოსებმა და ლიდერებმა კი უნდა გადაწყვიტონ პრობლემები, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აკეთებს, რითაც გამოეხმაურა ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას, ფრენების აკრძალვასთან დაკავშირებით.
„პრობლემების გადაწყვეტა გულისხმობს საქართველოს გაერთიანებას, მაგრამ ამან გავლენა არ უნდა მოახდინოს ტურისტებზე, მოსახლეობაზე, მშვიდობიან ვითარებაზე საქართველოში, რომელიც ნარჩუნდება ყველაფრის მიუხედავად", - განაცხადა პრეზიდენტმა „ევრონიუსთან".
მისი თქმით, რეგიონში დაძაბულობა არავის სჭირდება.
„ჩვენ უნდა დავიწყოთ დეესკალაცია, იმიტომ, რომ არავის, არც საქართველოს, არც ევროკავშირს, არ სჭირდება დაძაბულობის ახალი კერა რეგიონში. ჩვენ გავაგრძელებთ იმის კეთებას, რასაც ვაკეთებდით - მშვიდობიანი გზით პასუხის გაცემას დაძაბულობის გაჩენის ყველა მცდელობაზე", - დასძინა ზურაბიშვილმა.