(რეზონანის) ისტორიკოსი გურამ ქართველიშვილი ამ დღეებში განვითარებულ მოვლენების თავისებურ ინტერპრეტაციას აქვეყნებს და სარკასტულ მიმართვას ავრცელებს:
"უკანასკნელი ცნობები წინა ხაზიდან - ქოცური აფიორით და ნაცური შეძახილით აჯანყებულმა ახალგაზრდობამ გირჩი და ლჭპტ ისარდლა და რუსეთს ეკვეთა. შარვალჩახდილი პოზით, უწიგნური შეძახილებით და ფურთხება-გინებით იერიში იერიშზე მიაქვს მტრის პოზიციებზე და სოხუმს და ცხინვალს უახლოვდება. ბრძოლაში შიგადაშიგ ერთვებიან ქოცი სარდლებიც და ნარკოტიკებით ამარაგებენ ახალგაზრდა მამულიშვილებს.
ნარკოტიკული თრობით და გონებრივი ანანიზმით შეიარაღებული გოგო-ბიჭები კი ზედიზედ ათავისუფლებენ ქართულ მიწებს და ლამისაა ყელში წვდენ მტერს. ვაშაძე-უგულავა- მელია კუდაგრძელიას ნაცქოც აგენტები მებრძოლთა რიგებში მოქმედებენ-- ლომკაში მყოფებს "მკურნალობენ" და ისევ წინა ხაზზე აბრუნებენ. შეტევაზე გადასულ არმიებს კი კვალდაკვალ მისდევენ კლუბური თუ ტრადიციული ნარკოტიკით სავსე მანქანები. ჩვენი შენაერთები მალე გაანთავისუფლებენ ოკუპირებულ ტერიტორიებს და მტრის მიწაზე შეიჭრებიან. მალე მოგაწვდით ცნობებს შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე. დაელოდეთ გ.ქ.", - წერს ის.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე