ია აბულაშვილი
23.06.2019

 „რა თქმა უნდა, დაზარალდებიან ამ სფეროში მომუშავე კომპანიები, მაგრამ ეს იქნა ნაწილოვბრივი ზარალი, რაც საქართველოს ეკონომიკაზე ვერ აისახება“, - ასე ეხმაურება  ექსპერტი და ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გადაწყვტილებას საქართველოში 8 ივლისიდან რუსული ავიაკომპანიების ფრენების აკრძალვასთან დაკავშირებით.

„საქართველო-რუსეთს შორის არის პოლიტიკრი პრობლემაა და არა სხვა სახის პრობლემა; ეს არ არის ეროვნული შუღლი და ხალხებს შორის დაპირისპირება. ამიტომ ნებისმიერი აკრძალავა კონტრპროდუქტიულია, რადგან ადამიანებს სურთ ერთმანეთთან ჰქონდეთ ურთიერთობა. დანარჩენი პოლიტიკის გადასაწყვეტია, ანუ რამდენად გასწვდება პოლიტიკოსების თვალსაზრისი მოაგვაროს არსებული პოლიტიკური პრობლემა.  

„20-21 ივნისის მოვლენები, ეს არის პოლიტიკური ქათმის ჭკუის მქონე  „ქართული ოცნების“ გაუაზრებელი საქციელის შედეგი და მათი პრობლემა. სულ ვამბობდი, რომ ეს არ არის პოლიტიკური ძალა და ცუდად დაამთავრებდა. 

„რაც შეეხება  სანქციების თემას, რომელიც  წამოვიდა რუსეთის ფედერაციიდან, საქართველოს ეკონომიკაზე ცუდად ვერ აისახება. ამ სფეროში მომუშავე ფირმებს ზარალი კი მიადგებათ, მაგრამ ესეც იქნება ნაწილოვბრივი ზარალი და არ იქნება გადაულახავი პრობლემა. 

ცოტა გაგვიჭირდება, მაგრამ სხვა გზები გამოჩნდება. ეს აკრძალვა ვერ  შეაჩერებს რუსეთიდან  ტურისტთა ნაკადს, რადგან საქართველოში ისინი თავს ძალიან კარგად გრძნობენ და არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ.

„თუ რუსეთი უფრო შორს წავა, რაც გამორიცხული არ არის, მაგალითად  შეაჩერებს იმპორტს საქართველოდან, ვერც ეს იქნება შედეგის მომტანი“, - განაცხადა „რეზონანსთან“ დემურ გიორხელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×