ეკატერინე ბასილაია
23.06.2019

 „ქართული ოცნების“ დეპუტატი და მართლმადიდებელი პარლამენტარების ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციის ერთ-ერთი წევრი დიმიტრი ხუნდაძე „რეზონანსთან“ იმის შესახებ საუბრობს, თუ როგორ აღმოჩნდა 20 ივნისს რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში. მისი თქმით, ეს იყო რუსული დელეგაციის ერთგვარი დემარში და პასუხი ქართული დელეგაციის მკვეთრ განცხადებაზე.

„საერთაშირისო ტრიბუნაზე პოზიციების გამყარებას სჭირდება მუშაობა და ზოგჯერ დროც. ჩვენ ეფექტურად ვიმუშავეთ. პოზიციას შიგნით თანდათან ვიმყარებდით და საქართველოში ამ ასამბლეის ჩატარების მიზანიც ის იყო, რომ ჩვენ ვყოფილიყავით მასპინძელი, ანუ სრულფასოვანი წევრობა დაგვეფიქსირებინა, რუსეთისთვის პირისპირ გვეთქვა სათქმელი მართლმადიდებლურ სახელმწიფოთა წარმომადგენლობაში და დიდი უხერხულობა შექმნოდა რუსეთს. 

„რუსეთის მიმართ საკმაოდ მკვეთრი განცხადებები გავაკეთეთ ასამბლეაზე. ამან გამოიწვია მათი გაღიზიანება და სწორედ ამის გამო, შეუთანხმებლად გავრილოვი დაჯდა იმ სავარძელში, სადაც არ უნდა დამჯდარიყო. 

„პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერილი დოკუმენტი გვაქვს, სადაც წერისა, რომ სხდომა ასამბლეის თავმჯდომარეს, საბერძნეთის წარმომადგენელს უნდა წარემართა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ქვეყნის შიგნით მივიღეთ ზიანი, ამ ზიანის საფასურად რუსეთმა კიდევ ერთხელ ამოყო თავი საერთაშორისო სკანდალში და შევძელით რუსეთისთვის ნიღაბი კიდევ ერთხელ ჩამოგვეწია,“ - აცხადებს ხუნდაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×