ია აბულაშვილი
23.06.2019

 „მოვლენები ასე არ განვითარდებოდა, ღონისძიების ორგანიზატორებიდან ან „ოცნების“ ლიდერებიდან ვინმეს პროტესტი ოპოზიციაზე უფრო ადრე რომ გამოეთქვათ, როდესაც გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში დაინახეს“, - ასე ეხმიანება „ოცნების“ დეპუტატი რევაზ არველაძე თბილისში 20 ივნისის განვითარებულ მოვლენებს. შექმნილი სიტუაციის განსამუხტავად კი, მისი ვზრით, „შევარდნაძის მეთოდი“ გაამართლებდა - როდესაც იგი ხალხში გადიოდა და ხალხიც უსმენდა.

„როდესაც წინასწარ იცი, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი ღონისძიების ხელმძღვანელი არის რუსეთის წარმომადგენელი, თავი უნდა შეიკავო ამ ღონისძიების შენს ქვეყანაში ჩატარებისგან, ეს ერთი შეცდომა. მეორე შეცდომა იყო ის, რომ ღონისძიების ორგანიზატრებიდან ან „ოცნების“ ლიდერებიდან ვინმეს ოპოზიციაზე უფრო ადრე ცივილურად გამოეთქვა პროტესტი, როდესაც გავრილოვი პარალმენტის თავმჯდომარის სავარძელში დაინახეს. მაშინ მოვლენები ასე არ განვითარდებოდა და ვერც ოპოზიცია თუ „ნაციონალური მოძრაობა“ სიტუაციას სათავისოდ ვერ გამოიყენებდა.  

„რაც შეეხება დღეს შექმნილ სიტუაციას და ამ სიტუაციიდან გამოსავალს, მემგონი შევარდნაძის მეთოდი გაამართლებდა, როცა ის ხალხში გადიოდა და ელაპარაკებოდა, როგორც წესი კი, ხალხი უსმენდა“, - განაცხადა „მთელ კვირასთან“ რევაზ არველაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×