ია აბულაშვილი
24.06.2019

 "ივანიშივლი იძულებელი გახდა ძირითად ნაწილში დაეთმო, ამას მოაყოლა ნაღმები, მაგრამ თავისივე დატოვებულ ნაღმზე აფეთქდება"- ასე ეხმაურება "რესპულიკური პარტიის" ლიდერი დავით ბერძენიშვილი "ოცნების" ინიციატივას - 2020 წლის არჩევნების ჩატარდეს პროპორციული სისტემით და ნულოვანი ბარიერით.

"ჩემი პოზიცია არის 4 პუნქტიანი: პირველი, რომ პროპორციული სისტემის გამოგლეჯვა ეს არის ოპოზიციის სტრატეგიული მიღწევა. ივანიშვილი რაკი იძულებლი გახდა, რომ ძირითად ნაწილში დაეთმო, ამას მოაყოლა ნაღმები, მაგრამ თავისივე დატოვებულ ნაღმებზე აფეთქდება. იმიტომ, რომ ივანიშივილს სურს პატარა-პატარა ჯგუფები შეიყვანოს პარლამენტში და უმრავლესობა ამით შექმნას, ეს ასე ვერ მოხდება, ის პარტიები მაინც ოპოზიცის იქნება.

"რაც შეეხება დანარჩენ მოთხოვნებს, მოთხოვნებიდან ძალაში რჩება გახარიას გადადგომა და ამ მოთხოვნით აქციები გააგრძელდება. ასევე, სწორი და გონიერი არ არის ეს საკონსტიტუციო ცვლილება შემოგვთავაზოს "ნაცმოძრაობის" დაკავებების ფონზე. თან გეუბნება, პროპორციული სისტემაო და თან პოლიტიკურ რეპრესიებს დავიწყებო" - განაცხადა "რეზონანსთან" დავით ბერძენიშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×