"გონივრული გადაწყვეტილებაა, რომ 2020 წელს არჩევნები პროპორიცული სისტემით ჩატარდება. რაც შეეხება ბარიერის გაუქმებას, რა თქმა უნდა, აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეც"- ასე ეხმაურება კონსტიტუციოლნალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი ბიძინა ივანიშივლის ინიციატივას, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ნულოვანი ბარიერით.
"ჩემი აზრით, ამ ინიციატივას აქვს კარგიც და ცუდიც. გონივრული გადაწყვტილებაა, რომ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება პროპორციული სისტემით, ეს კარგია; მაგრამ ახლა ვიმსჯელოთ რა წესით უნდა ჩატარდეს არჩევნები?
"ნულოვანი ბარიერი ნიშნავს, რომ ყველა პოლიტიკურ ძალას აქვა შანსი გარკვეული ხმების მოპოვებით მიიღოს მანდატები. ანუ მივიღებთ წარმომადგენლობით, პლურალისტულ პარლამენტს, რასაც ითხოვდა ოპოზიცია.
"მაგრამ, ვეკითხები ბიძინა ივანიშვილს და მათ ვინც ეს ივანიშვილს დაუწერა, რამდენი პოლიტიკური პარტია მონაწილეობს არჩევნებში გერმანიაში და რამდენი პოლიტიკური პარტია ქმნის პარლამენტს? სულ 4 პარტია.
"მიუხედავად ამისა, გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს ნახევარი წელი დასჭირდა კოალიციური მთავრობა ჩამოეყალიბებინა, ჩვენთან რა იქნება?
რა თქმა უნდა პოზიტივია ნულოვანი ტოლერანტობა საარჩევნო სისტემასთან მიმართებაში, მაგრამ ცუდია, პარლამენტი თუ ვერ იქნება ქმედითუნარიანი.
"ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, მე მომხრე ვიყავი არა ბარიერის გაუქმების, არამდე ბარიერის აწევის, დავუშვათ 5%-მდე. პარლამენტში შევიდოდა ავტორიტეტული და რეალური ძალის მქონე 4-5 პარტია. პარლამენტი იქნებოდა წარმომადგენლობითიც და ქმედითუნარიანიც.
"ამ შემთხვევაში, კოალიციის შექმნა იქნება ძნელი, თუ შეიქმნება კოალიცია, ინტერესთა კონფლიქტის გამო, შეიძლება მისი ფუნქციონირება შეფერხებული იყოს" - განაცხადა "რეზონანსთან" ავთანდილ დემეტრაშვილმა.