ცოცხლად დაბადებულთა და გრადაცვლილთა შორის სხვაობა წლიდან წლამდე მცირდება. სპეციალისტები ამბობენ, რომ 2-3 წელიწადში ბუნებრივი მატება საერთოდ აღარ გვექნება. ეს ნიშნავს, რომ დემოგრაფიული კოლაფსი ახლოსაა.
დაბადებულთა და გარდაცვლილთა შორის სხვაობა მინიმუმზე დავიდა მცირდება. 2018 წლის პირველ ექვს თვეში დაიბადა 24,3 ათასზე მეტი ბავშვი, რაც 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5,6%-ით ნაკლებია, ამავე პერიოდში პირველად გაუთანაბრდა შობადობა და სიკვდილიანობა ერთმანეთს. მიუხედავად იმისა, რომ გარდაცვლილთა ოდენობაც შემცირდა, ცოცხლად დაბადების ტემპი მაინც იმდენად დაბალია, რომ დემოგრაფიული კოლაფსი აშკარაა. რადგანაც 1990-2000 წლებში ქვეყანაში ორჯერ ნაკლები გოგონა დაიბადა, ვიდრე 1980-1990 წლებში, ქვეყანა ახლა ამ შედეგებს იმკის.
"საქსტატი" ძირითად დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც შარშან საქართველოში 51 138 ბავშვი დაიბადა. ეს იმას ნიშნავს, რომ წინა წელთან შედარებით, შობადობა 4%-ით შემცირდა.
2018 წელს 2.7%-ით იკლო გარდაცვლილთა რაოდენობამ. ჯამში, ამ მაჩვენებელმა 46 524 ადამიანი შეადგინა. ბუნებრივი მატება, ანუ სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობას შორის 15.7%-ით შემცირდა 2017 წელთან შედარებით. აბსოლუტურ რიცხვებში ბუნებრივი მატება 4 614 იყო.
"საქსტატის" ინფორმაციით, გასულ წელს 416 ჩვილი გარდაიცვალა. 2017 წელთან შედარებით, ეს რიცხვი 1.5 პუნქტით შემცირდა და 8.1 პრომილეზე ჩამოვიდა. 1.4 პუნქტითა შემცირდა 5 წლამდე გარდაცვლილთა რაოდენობა და 9.8 პრომილე შეადგინა.
2019 წლის მონაცემები ჯერ უცნობია, თუმცა ტენდენცია აჩვენებს, რომ განსაკუთრებული დომოგრაფიული მატების გარეშე, მოსახლეობის განახევრება, რაც გაეროს მოსახლეობის ფონდმა ივარაუდა, გარდაუვალია.
დემოგაფიული ფონდის ხელმძღვანელის თამარ ჩიბურდანიძის აზრით, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, იმის შესახებ რომ 2-3 წელიწადში ბუნებრივი მატება აღარ გქვენება და შობადობის სალდო იქნება უარყოფითი.
"ამ მოსალოდნელ შედეგზე, ჩვენ ჯერ კიდევ 7-8 წლის წინ ვასუბრობდით, სწორედ იმ გათვლებიდან გამომდინარე რა ანალიზსაც პროფესიონალები აკეთებდნენ. კიდევ ერთხელ ვიმეორებრომ მიზეზი 80-90-იან წლებში დაბადებულ გოგონათა მკვეთრი სხვაობაა. განახევრებულია წინა ათწლეულთან შედარებით. სწორედ ეს გოგონები შედიან დღეს დედობის ასაკში.
აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, შობადობამ მკვეთრად იკლო და კიდევ უფრო მეტად იკლებს მომავალში. პირდაპირ უნდა ითქვას, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი იმის შესახებ, რომ 2-3 წელიწადში ბუენებრივი მატება აღარ გქვენება და შობადობის სალდო იქნება უარყოფითი. მიუხედავად ბოლო შვიდი წლის მანძილზე პატრიარქის, ხელისუფლების და ჩვენი ფონდის ერთობლივი მუშაობისა, სიტუაცია საბოლოოდ ვერ შეიცვალა სასიკეთოდ. მძიმე შედეგი იქნება 20 წლის შემდეგაც, როცა დღეს დაბადებული გოგონები შევლენ დედობის ასაკში.
აქვე უნდა აღნიშნოს, რომ პრობელემა არ წარმოქმნილა არც ამ და არც წინა მთავრობის დროს, ის ბევრად უფრო ძველია, თუმცა "ოცნების" ხელისუფლებისაგან განსხავევბით, წინა ხელისუფლების დროს არაფერი გაკეთებულა სიტუაციის გამოსასწორებლად", - ამბობს "ბიზნეს-რეზონანსთან" ჩიბურდანიძე.
სამწუხაროდ ბოლო წლებში მომატებულია განქორწინებულთა რიცხვი. ეს მაჩვენებელი ბოლო 10 წელიწადში გახუთმაგებულია. მაგალითად, 2007 წელს 2 325 ქორწინება შეწყდა, 2018 წელს კი - 10 288.
დემოგრაფი ანზორ თოთაძე აცხადებს, რომ ყველა მონაცემი, რომელიც დღეს დემოგრაფიას ეხება, საგანგაშოა და სულ უფრო და უფრო უარესდება.
"დემოგრაფიული მონაცემები ყოველწლიურად საგანგაშო ხდება. თუ ასე გაგრძელდა და რაიმე ღონისძიებას არ მივმართეთ, მომდევნო 10-15 წლის შემდეგ კიდევ უფრო უარესი გახდება. 1989 წელთან შედარებით, ანუ 30 წლის განმავლობაში, მოსახლეობა 1,7 მილიონითაა შემცირებული.
ამ ოდენობის ადამიანი, როდესაც იმ ასაკში წავა ქვეყნიდან, როცა შვილები უნდა გააჩინოს, ბუნებრივია, შობადობა შემცირდება.
გარდა მასოვრივი მიგრაციისა, ასევე ძალიან არის შემრირებული ქორწინებების რიცხვი და მათ ფონზე განქორწინებები კატასტროფულად მატულობს. ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალ წლებში უფრო ნაკლები ბავშვი დაიბადება.
მაგალითისათვის, თუ 60-იან წლებში, ყოველ ცხრა ქორწინებაზე მოდიოდა 1 განქორწინება. დღეს კი საქართველოში 2017 წლის პირველი ნახევრის მდგომარეობით, ყოველი მეორე ქორწინება განქორწინებით მთავრდება. დედაქალაქში კი ერთნახევარ ქორწინებაზე მოდის ერთი განქორწინება. გრძელვადიან პერსპექტივაში სწორედ ეს აღმოჩნდება დამღუპველი, რადგან ისედაც შემცირებულ შობადობას ძალიან შეამცირებს ეს ფაქტორი", - განაცხადა "ბიზნეს-რეზონანსთან" ანზორ თოთაძემ.