ია აბულაშვილი
25.06.2019

 „პირადად ჩემი მოსაზრებაა, რომ გახარია უნდა მოვიდეს პარლამენტში  და ნათელი მოჰფინოს ყველაფერს, რაც მოხდა. ოპოზიციამ ძალიან კარგად იცის, რომ  შს მინისტრი რკინისებური არგმუნტებით წარსდგება ამ ტრიბუნიდან და ამიტომ არიან მისი პარლამენტში გამოსვლის წინააღმდეგი“, - ასე ეხმაურება უმრავლესობის დეპუტატი აკაკი ზოიძე  საპარლამენტო ოპოზიიის განცხადებას, რომ გახარიას მოსვლა პარლამენტში უფრო გააღიზიანებს ხალხს.

ცნობისთვის, შს მინისტრი გიორგი გახარია კვირის ბოლოს პარლამენტში მისვლას გეგმავს, მან საკანონმდებლო ტრიბუნა თვითონ მოითხოვა. ოპოზიციას, რომელიც  მოითხოვდა პარლამენტის დღის წესრიგში დამდგარიყო შს მინისტრის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი, მმართველმა გუნდმა უარი  უთხრა, რასაც პარლამენტში დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

„პასუხისმგებლობა ამ ყველაფერზე, რაც მოხდა, არის ყველასი. ჩვენ გვყავს დაშავებულები და ექიმები თავდადებულად მუშაობენ მათი ჯანმრთელობისთვის. აქედან არ დაგავიწყდეთ, რომ 80  პოლიციელია და ისინიც ჩვენი მოქალაქეები არიან. 

„დასახიჩრებულ ახალგაზრდებს ჩვენ პასუხი უნდა გავცეთ. „ქართულმა ოცნებამ“ თავისი წილი პასუხისგებლობა აიღო. პასუხისმგელობა არსებობს იმ ტოქსიური ძალის  მიმართაც, ვინც გულანთებულ ახალგაზრდებს შტურმისკენ მოუწოდებდა და შემდეგ მიატოვეს, გაწირეს ახალგაზრდები. „ნაციონალური მოძრაობა“ გახდა ქვეყნისთვის შავი  ჭირი და ტოქსიური ძალა, რომელიც თავისი მიზნების მისაღწევად ყველაფერზე მიდის.

„შს მინისტრმა თავად მოგვმართა პარლამენტს. პირადად ჩემი  მოსაზრებაა, რომ გახარია უნდა მოვიდეს და ნათელი მოჰფინოს იმას, რაც მოხდა. ოპოზიციამ ძალიან კარგად იცის, რომ გახარია რკინისებური არგუმნეტებით წარსდგება ამ ტრიბუნიდან და იტყვის ყველაფერს - რა პროცესებთან გვქონდა საქმე, ვინ რას აპირებდა, ვინ  საიდან კარნახობდა და მოუწოდებდა, ვინ იყო შემსრულებელი, ვინ წავიდა ძალადობაზე და ა.შ. არცერთი კითხვა პასუხგაუცემელი არ დარჩება და განურჩევლად ყველა დამნაშავე კანონის წინაშე აგებს პასუხს“, - განაცხადა „რეზონანსთან“ აკაკი ზოიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×