
ვახტანგ კიკაბიძე "ფეისბუქის" პირადი გვერდიდან მისი გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უცნაური ფოტოთი ეხმაურება. გუშინ რამდენიმე ფეისბუქ-გვერდმა გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ლეგენდარული მომღერალი და მსახიობი გარდაიცვალა. ყალბი ამბავი სწრაფად მოედო სოციალურ ქსელს და თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის წამყვანმა პარლამენტის წინ შეკრებილებსაც კი შეატყობინა ამის შესახებ და კიკაბიძის ოჯახს მიუსამძიმრა. თუმცა მალევე გაირკვა, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა და აქციაზე ბოდიშიც კი მოიხადეს ამის გამო.
მისი გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ფეიკ ნიუსს მომღერალი ასეთი ფრაზით გამოეხმაურა:
"Как сказал великий Марк Твен: "Слухи о моей смерти сильно преувеличены" (როგორც დიდებულმა მარკ ტვენმა თქვა: ხმები ჩემი გარდაცვალების შესახებ ძლიერ გადაჭარბებულია) - წერს მომღერალი "ფეისბუქის" პირად გვერდზე და შესაბამის ფოტოსაც ავრცელებს, სადაც ადრესატებს შუა თითის კომბინაციას უჩვენებს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე