
ორი უცხოელი ტურისტის დაკარგვის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაცია ვრცელდება. ჯეინ სტოკჰემერი "ფეისბუქზე" წერს რომ მისი და მეგობარი გერმანიიდან ავტოსტოპით ჩამოვიდნენ და რამდენიმე დღე საქართველოში გაატარეს:
„იძებნება ჩემი და ტაბეა და მისი მეგობარი მაია. ავტოსტოპით ჩამოვიდნენ გერმანიიდან საქართველოში. რამდენიმე დღე საქართველოში გაატარეს. 15 ივნისს იყვნენ თბილისში. ხომ არ გინახავთ?
რაიმე ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: missing.my.sister19@gmail.com
ან დაუკავშირდეთ პოლიციას: 112 წინასწარ გიხდით მადლობას, ოჯახი!“
გამოქვეყნებულ სტატუსს გამოხმაურება მოჰყვა და გოგონების შესახებ მის დას ინფორმაციაც მიაწოდეს:
„ჩემი თუში მეგობრების ინფორმაციით, 21-ში აპირებდნენ ეგ გოგოები აწუნთისკენ წასვლას თუშეთიდან. ჯერ ისევ გზაში არიან და სავარაუდოდ, დღეს ან ხვალ უნდა ჩავიდნენ ხევსურეთში. იქ დავუკავშირდით დაცული ტერიტორიის თანამშრომლებს და როგორც კი გამოჩნდებიან, შეგვატყობინებენ. შატილში ტელეფონიც იჭერს და თვითონაც შეძლებენ ოჯახთან დაკავშირებას“, - დაწერა ერთ-ერთმა მომხმარებელმა.