რეზონანსი
25.06.2019

  კონკრეტული ადამიანების მიმართ სამართლებრივი მოქმედებების, დაკავება-არდაკავევის შესახებ გადაწყვეტილებებას არ იღებენ პოლიტიკოსები, - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტის კითხვას, დააკავებენ თუ არა რუსთაველზე განვითარებულ მოვლენების გამო „ნაციონალური მოძრაობის" წევრ ნიკა მელიას.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ამა თუ იმ პირის დაკავების შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ სახელმწიფო ინსტიტუტები, ვისაც ეს ევალებათ.

„თუ სახელმწიფო ინსტიტუტები მომართავენ პარლამენტს ასეთი მოთხოვნით, ეს მოთხოვნა იქნება განხილული მაშინვე, კანონმდებლობით დადგენილი წესით და მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რაც კანონით გვევალება. არ აქვს მნიშვნელობა სახელს, გვარს და სტატუსს. თუ ვინმე იყო ამ ძალადობრივი ქმედებების წამქეზებელი და ორგანიზატორი, მასაც მოუწევს პასუხის გაცემა, ისევე როგორც სახელმწიფომ უკვე დაიწყო რეაგირება იმ სამართალდამცველთა მიმართ, ვისზეც კონკრეტული პრეტენზიები არსებობდა", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×