რეზონანსი
25.06.2019

 იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ანა დოლიძე მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს აფასებს და მოვლენების შესაძლო განვითარების სცენარზე საუბრობს.  სავარაუდოდ ხელისუფლება ელოდება  როდემდე გაგრძელდება პროტესტი, რამდენად ეყოლება ამ პროტესტს ლიდერი, რომელიც არ უნდა იყოს „ნაციონალური მოძრაობის“ სახე. 

"ხელისუფლებამ შეიძლება დრო გაწელოს,  მაგრამ საბოლოო ჯამში მოუწევს გახარიას დათმობა. თუ ძალიან „გაძვირდება“ გახარია, მაშინ აღარ გაჩერდება ხალხი  მხოლოდ გახარიას გადაყენებაზე და  „გაძვირდება“ ხალხის მოთხოვნაც.

ჩვენ ვიცით რომ კალაძესთან ერთად გახარია არის ერთ-ერთი, ვისაც ამ ხელისუფლებაში ჭკუა მოეკითხება. ამიტომ, რა თქმა უნდა მისი დათმობა ძვირია. ირაკლი კობახიძე არის „ქართული ოცნების“ სიმბოლო - ყურშა გაყეყეჩდა. ეს პარკეტზე გაზრდილი ადამიანი დაიქირავა ხელისუფლებამ ყველაფერზე წამსვლელად და ბოლო-ბოლო წაიტეხა კისერი. კობახიძე  თვლიდა, რომ ის არის დედამიწის ჭიპი, თვითონ და მისი პოლიტიკური ძალა.  მიუხედავად არაერთი გაფრთხილებებისა მათ გაკვეთილი ვერ გამოიტანეს. ირაკლი კობახიძემ თავისი სიყეყეჩით, მე ვარ და ჩემი ნაბადი, დაუშვა ფატალური შეცდომა, ხელისუფლებამ კი ამისთვის ძალიან დიდი ფასი გადაიხადა", - განუცხადა "პრაიმტაიმს" ანა დოლიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×