„შს მინიტრის გამოსვლა პარლამენტში აუცილებელია, რადგან არის ბევრი საკითხი, რომელზეც ჩვენს საზოგადოებას ხელი არ მიუწვდება და აქვს ნაწილ-ნაწილ ინფორმაცია. იმედია, შსს მინისტრი დეტალურად ისაუბრებს რეალურად რა მოხდა; მაგრამ, როგორც ჩანს, პარლამენტის შემადგენელობის გარკვეულ ჯგუფებს ამ ინფორმაციების გაჟღერება არ უნდათ“, - ასე ეხმაურება „ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი კობა კობალაძე პარალმენტში შსს მინისტრის გიორგი გახარიას გამოსვლას, რასაც ოპოზიცია დაუშვებლად მიიჩნევს.
„არავისზე ნაკლებად შეურაცყოფილი არ ვართ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა შემადგენლობა, როდესაც ვიხილეთ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩვენი მოწინაღმდეგე სახელმწიფოს წარმომადგენელი. გავრილოვი წავიდა და ახლა ერთმანეთს თავპირი ვალეწოთ, ქვეყანა დავანგრიოთ და მტერი გავახაროთ?
„რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა ყველამ უნდა ვიტვირთოთ და „ქართულმა ოცნებამ“ პასუხიმსგებლობა უკვე აიღო, მაგრამ პასუხი უნდა აგონ იმ პირებმაც, ვინც საფუძველი ჩაუყარა ამ არეულობის ინსცენირებას.
„მე ვთვლი, რომ შს მინისტრის გამოსვლა პარლამენტში აუცილებელია, რადგან საზოგადოებას აქვს ნაწილ-ნაწილ ინფორმაცია, ზოგი ერთ კარში ერთს ამბობს, მეორე მეორე კარში. ბოლოს და ბოლოს უნდა გაირკვეს რა მექანიზმებით, ვისი მოწოდებით, ვისი წაქეზებით გადაიზარდა მშვიდობიანი პროტესტი დაპირისპირებასა და აგრესიაში. მაგრამ, როგორც ჩანს, ამ ინფორმაციების გაჟღერება პარლამენტის შემედგნელობის გარკველ ჯგუფებს, ვინც გარეთ იყო, ან ვინც პარლამენტის სხდომათა დარბაზში ელოდებოდათ, არ უნდათ.
„შეფასება უნდა მოხდეს იმ რისკ ფაქტორების, პოლიციას რომ თავისი უფლებამოსილება არ შეესრულებინა, რა პროცესები მოჰყვებოდა ამას. პოლიციელები, რომლებიც 2 საათის განმავლობაში უდიდესი თმენის ფასად იგერიებდნენ შემოტევებს, გაიტაცეს პოლიციელები, წაართვეს ფარები და აღჭურვილობა... მაგრამ თუ არაპროპორციულად იყო ძალა გამოყენებული და იყო გადაცდომები, შს მინისტრი პასუხს ამ კიხვებზეც გასცემს პარალმენტის ტრიბუნიდან“, - განაცხადა „რეზონანსთან“ კობა კობალაძემ.