(რეზონანსი) ,,ტაბულას" რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
"მელიას დღევანდელი საქციელი აღნიშვნის ღირსია - ეგაა ზუსტად მისი პრობლემა, ძალიან კარგად იცის, კარგად და სწორად როგორ უნდა მოიქცეს, უბრალოდ, ხშირად სხვა არჩევანს აკეთებს.
ძალიან მძიმე დღე იყო ქართული პარლამენტის ისტორიაში. 91-მა მონამ დააჭერინა კოლეგა იმ ქმედებისთვის, რასაც 30 წელია სჩადის ქართული ოპოზიცია და არავინ დაუჭერიათ.
91-ივემ იცის, რომ მელიას სამართლიანი სასამართლო არ ექნება.
ჰკიდიათ!
როგორ შეიძლება ეს ბუმერანგივით არ მოხვდეთ თავში.
არ დადნება ციხეში მელია - თუ ჭკუა აქვს, სათავისოდაც გამოიყენებს, დაფიქრდება ბევრ რამეზე.
აი თქვენ რა გეშველებათ?"
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე