"ხელისუფლებამ სწორად რომ იმოქმედოს, კრიზისის დაძლევის საშუალება არის, მაგრამ არ არის არანაირი გარანტია იმისა, რომ მორიგი იდიოტიზმი არ გამოაცხოს, ეს მოვლენებიც ხომ ხელისუფლების მონაპოვარია" - აცხადებს ექსპერტი პეტრე მამრაძე ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
"რეზონანსი": როგორ შეაფსებდით 20 ივნისის ღამის მოვლენებს და შეძლებს თუ არა ხელისუფლება შექმნილი კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანას?
პეტრე მამრაძე: გავრილოვის გამოჩენის შემდეგ მმართველმა დაჯგუფებამ გამოავლინა კრიზისის მართვის უუნარობა და უსუსურობა. ასევე შეცდომები იყო დაშვებული დემონატრანტების მიმართ და შედეგიც სახეზეა. რაც შეეხება იმას, შეძლებს თუ არა ხელისუფლება სიტუაციის განმუხტვას, სწორად თუ იმოქმედებს, ამის შესაძლებლობა არის, თუმცა არანაირი გარანტია არ არის, რომ "ოცნებამ" რაღაც მორიგი იდიოტიზმი არ გამოაცხოს.
რაც შეეხება ოპოზიციას, მე ვგულისხმობ სააკაშვილის თანამზრახველებს და მათ განაყოფს ბოკერიას პარტიას, 2008 წლიდან ვამბობ, რომ ეს არის დესტრუქციული ძალა, რომლის დევიზია რაც ქვეყნისთვის უარესია, მათთვის უკეთესია და სხვა არაფერი. ოპოზიციის ნაწილის განწყობა იყო ასეთი, რომ წასულიყვნენ იქამდე, სანამ გაუვიდოდათ. ვთქვათ მოსინჯეს პარლამენტში შეჭრა. რომ გამოსვლოდათ ეცდებოდნენ "ვარდების რევოლუციის" უნიჭო გამეორებას. გამოაცხადებდნენ, ვთქვათ, რომ არ გავალთ ამ დარბაზიდან, ვიდრე არ დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები ან რაიმე მსგავსს.
"რ": აქციები გახარიას გადაგომის მოთხოვნით არ წყდება და ოპოზიცის განცხადებით, ხელისუთლება პროპორციულ არჩევნებსაც კი დათანხმდა, ოღონდ გახარიამ თანამდებობა არ დატოვოსო. თქვენ რას იტყოდით.
პ.მ: თუ დამტკიცდება, რომ გახარია იძლეოდა ბრძანებებს, ზურგში ესროლეთ რეზინის ტყვიები და ხალხს თვალები ამოუღეთო, თუ გმოჩნდება ისიც, რომ გახარია პოლიციელებს ვინც ძალას გადაამეტა ხელს აფარებს, მაშინ ის დამნაშავეა. მაგრამ სხვა შემთხვევაში მინისტრის გადაგომის მოთხოვნა იმის გამო, რომ რომელიმე განაყოფმა გადაცდომა დაუშვა, არ არის სწორი. მსოფლიოს ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში ასეთი რამ მიღებულია და ეს "ნაცებმა" ძალიან კრაგად იციან. მაგრამ გახარია მათთვის არის ძვალი ყელში და ეშინიათ, რომ "ოცნებას" ასეთი ძლიერი პიროვნება ჰყავს.
"რ": ნიკა მელიას სადეპუტატო მანდატი მოუხსნეს და მისი დაპატიმრება დგას დღის წესრიგში.
პ.მ: გამიჭირდება მელიასთან დაკავშირებით რაიმეს თქმა, რადგან ნამდვილად არა მაქვს საშუალება შევისწავლო პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის იმაზე, რომ აუცილებელია დაპატიმრება. როგორც მითხრეს, ამჟამად იგი გირაოთი იმყოფება გარეთ სხვა დანაშაულის გამო, არ ვიცი რამდენად სწორია.