"ჯიპიაი ჰოლდინგმა" მასშტაბური ლოიალობის პროგრამა "ეკოისტები" წარადგინა. პროექტში ჩართულ მოქალაქეებს ჯანსაღი ცხოვრების ახალი ვალუტის გამომუშავება შეეძლებათ. ამისთვის ყველა მსურველს 5 ეკოქცევის გამოვლენა მოუწევს. გარდა დაზღვეულებისა, კომპანიის ახალი პლატფორმა ნებისმიერი მსურველისთვის, ასაკის შეუზღუდავად ხელმისაწვდომია. მთავარი პირობაა, რომ მისდევდეს ჯანსაღი ცხოვრების წესს. თუმცა, დაზღვეულებს აქვთ ის უპირტატესობა, რომ ეკომონეტები დაზღვევაში გადახდილი თანხიდან - თანხის 10%-მდე დამატებით უგროვდებათ.
შემთხვევითი არ არის, რომ "ჯიპიაი ჰოლდინგის" ეკოპროექტის სიმბოლოებს - ეკოჯარისკაცებს, თვალები აქვთ ახვეული, რაც არის ანტიოკუპაციური მესიჯი, რითაც ჩვენი ქვეყანა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას აპროტესტებს. პერფომანსით - თვალახვეული ჯარისკაცების ფიგურები, "ჯიპიაი ჰოლდინგმა" ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ სოლიდარობა გამოხატა.
ექსპოჯორჯიას სივრცეში, რესტორან "ტერასაში" მოწვეულ ეკოჯარისკაცებს - სალომე კასრაძეს, მელი ბაღდავაძეს, გამეზას და გიგა მაქარაშვილს კომპანიამ საშუალება მისცა საზოგადოებისთვის თავიანთი ჯანსაღი ცხოვრების შესახებ მოეთხროთ, გაეზიარებინათ გამოცდილება და საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებითაც გულწრფელი ემოცია გამოეხატათ.
"ჯიპიაი ჰოლდინგის" მარკეტინგული კომუნიკაციების დირექტორმა თინათინ სტამბოლიშვილმა აღნიშნა, რომ პროექტი მიზნად ისახავს საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდას და ქმნის მოტივაციას, რომ მოქალაქეებმა საკუთარ ჯანმრთელობასა და გარემოზე ზრუნვით თანხა გამოიმუშავონ.
"ჩვენ საფუძველი ჩავუიყარეთ ეკოისტების მოძრაობას, რომელიც პროგრესულ მოქალაქეებს აერთიანებს. ეკოქცევა არ მოიცავს, მხოლოდ ეკოლოგიას, არამედ ორიენტირებულია გარემოზე, გარშემო მყოფ ადამიანებსა და მომავალი თაობების კეთილდღეობაზე. ამ კამპანიით შემოვიტანეთ ჯანსაღი ცხოვრების ვალუტა, რომელსაც ჰქვია ეკომონეტა და პირველი კომპანია ვიქნებით საქართველოში, ვინც ადამიანებს ცხოვრების სწორი წესის მიმდევრობისთვის თანხას გადაუხდის. ამისთვის გვიხარია, რომ ჩვენ კამპანიის ფარგლებში ეკოისტური სულისკვეთების კომპანიების გაერთიანებაც შევძელით და მინდა მათ გადავუხადო მადლობა. ეკოისტობის იდეის პოპულარიზებაში ასევე ჩვენი ეკოჯარისკაცები დაგვეხმარებიან. ეს ის ხალხია, ვინც გარემოს დაცვისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისთვის იბრძვის", - აღნიშნა თინათინ სტამბოლიშვილი.
სანდრო კიკნაძე, "ჯიპიაი ჰოლდინგის" სტრატეგიული განვითარების დირექტორი: ,,ჩვენი ლოიალობის პროგრამა ორ მიმართულებას მოიცავს: ჩვენი ლოიალური კლიენტების წახალისება და მათთვის გრძელვადიანად განსაკუთრებული პირობების შეთავაზება. უკვე ერთი წელია, ჩვენს ერთგულ კლიენტებს დაზღვევაში გადახდილი თანხის გარკვეული პროცენტი (10%-მდე) უგროვდებათ, რაც საკმაოდ სოლიდური თანხა გამოდის. და მეორე, ახალი მიმართულება - როცა აპლიკაციის საშუალებით მომხმარებლებს დამატებით ვაძლევთ საშუალებას, თანხა ჯანსაღი ცხოვრების წესითაც გამოიმუშავონ. თანხა ეკომონეტების სახით გროვდება და მისი დახარჯვა დაზღვევაშია შესაძლებელი. ეკომონეტები უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს ჩვენს დაზღვეულებში და დარწმუნებულები ვართ, ეს სიახლე - წახალისება ეკოქცევებით - ჩვენთან ურთიერთობის კიდევ უფრო მეტ მოტივაციას გაუჩენს მათ“.
რაც შეეხება ეკოისტების პირველ ხუთეულს: დათა ქაჯაია ყველაზე ტიტულოვანი ქართველი მრბოლელი, ოთხგზის ევროპის ჩემპიონი და მსოფლიო სერიის პრიზიორია, რომელიც საგზაო უსაფრთხოების პოპულარიზაციას ეწევა.
გიგა მაქარაშვილი სამოქალაქო აქტივისტი, რომელმაც უკვე სამი მსვლელობა მოაწყო ფეხით. ბოლო „თავისუფლების მარში“ 26 მაისს მესტიაში დაასრულა და ამ დროის განმავლობაში 2 მილიონზე მეტი ნაბიჯი გაიარა.
სალომე კასრაძე ვლოგერია, ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევარი და სამოქალაქო აქტივისტი. სალომე არის პირველი ქართველი იუთუბერი, რომელიც ფართო აუდიტორიითვის თავის მოვლას და ჯანსაღ ცხოვრებას უწევს პროპაგანდას.
გამეზა მხატვარ-მონუმენტალისტი, სთრით-არტისტი, ანტიშფოთის იდეის შემქმნელ-მატარებელია, ველოსიპედით მოძრაობის მოყვარული;
მელი ბაღდავაძე კრეატიული სააგენტო "ლივინგსტონის" აღმასრულებელი პროდიუსერი, კანის ახალგაზრდული ფესტივალის ორგანიზატორი საქართველოში, ათობით საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი სარეკლამო ფესტივალებზე და იმავდროულად ჯანსაღი ცხოვრების წესის უპირობო მიმდევარია.
,,ეკოლოგიაზე შეძლებისდაგავარად ზრუნვა, ჯანსაღი წესი და ფიზიკური აქტივობა ჩემთვის მრავალმხრივია, თუმცა პროექტში ველოსიპედს ვუწევ პოპულარიზაციას - ეკოტრანსპორტს, რითაც სხვადასხვა ქვეყანაში ვმოგზაურობ. ყველგან თავისებური მოძრაობაა, მათ შორის, თბილისში, ბევრი სირთულე არსებობს, მაგრამ თუ სურვილია, შეგვიძლია გავუმკლავდეთ, დავძლიოთ და გავხადოთ სამყარო უკეთესი, რომ ველოსიპედი იყოს კომფორტული როგორც სატრანსპორტო საშუალება და ასევე მივიღოთ დრაივი, ხოლო ერთიანი სულისკვეთებით როგორც ქვეყნის სამსახურში, ასევე პირად ცხოვრებაშიც მივაღწევთ სიმაღლეებს", - აცხადებს გამეზა.
აღსანიშნავია, რომ პროგრამაში ჩართულმა ადამიანებმა უნდა შეასრულონ, 5 ეკოაქტივობას მოიცავს: ვარჯიში, 10 ათასი ნაბიჯი დღეში, 2 ლიტრი წყალი დღეში, ველოსიპედის შეძენა, ავტომობილის გამონაბოლქვი: ევროსტანდარტი. ეკოაქტივობებით თანხის მიღება არა მხოლოდ "ჯიპიაის" დაზღვეულებს, არამედ ყველა მსურველს შეუძლია. ეკომონეტების გამომუშავება ეკოქცევების აპლიკაციაში MYGPI-ში დაფიქსირებით ხდება. ის ხელმისაწვდომია როგორც IOS, ისე ANDROID მომხმარებლებისთვის და საკმარისია მხოლოდ ავტორიზაციის გავლა, რომ დაგროვება იმავე დღეს დაიწყოს.