ღვინის ხარისხის დაწუნების შემდეგ, ოფიციალური მოსკოვი აცხადებს, რომ შეზღუდვები ხილსა და ბოსტნეულს არ შეეხება და მისი ექსპორტი საქართველოდან გაგრძელდება. სპეციალისტები თვლიან, რომ ეს განსაკუთრებული ეკონომიკის ხეირის მომტანი არ იქნება ქვეყნისათვის, რადგან მთავარი გადაწყვეტილება რუსეთმა უკვე მიიღო და ავიამიმოსვლა შეაჩერა. სხვა დანარჩენს კი ქართულ ბაზარზე ვერც პოზიტიური და ვერც ნეგატიური მნიშვნელობა ვერ ექნება.
`როსელხოზნადზორი“ საქართველოდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტის აკრძალვას არ აპირებს, - ეს განცხადება რუსეთის უწყების ხელმძღვანელმა სერგეი დანკვერტმა გააკეთა, - დღეს ჩვენ ჩვენს ქართველ კოლეგებთან ერთად საკმაოდ ეფექტურად ვთანამშრომლობთ, საქართველოდან სასოფლო–სამეურნეო პროდუქციის შემოტანის აკრძალვის საკითხს არც განვიხილავთ, მიზეზი და საფუძველი მსგავსი გადაწყვეტილებისა არ გვაქვს“.
როგორც დანკვერტმა აღნიშნა, მის უყწებაში ყურადღება ეკონომიკურ საკითხებსა და უსაფრთხოებაზე კეთდება, ქართულ მხარესთან დიდი ხანია თანამშრომლობენ და ურთიერთგაგება საკმაოდ კარგ დონეზეა.
რუსეთის მხრიდან ეს იყო სტრატეგიული გეგმა. იგი ღვინის აკრძალვით საქართველოს დიდ ეკონომიკურ ზიანს მიაყენებს. სტრატეგიული პროდუქცია დარტყმის წინაშეა, თუმცა ხილის და ბოსტნეულის იმპორტი, რომ არ აიკრძალება რუსეთმა ოფიციალურად უკვე დაადასტურა. ეკონომისტი პაატა აროშიძე `ეზონანსთან~ აღნიშნავს, რომ რუსეთის მხრიდან ღვინის გატანის აკრძალვა სტრატეგიული გეგმა იყო და ზუსტად იცოდა, რომ ეს ეკონომიკას ყველაზე მეტად დააწვებოდა.
„საინტერესოა ის ფაქტი, რატომ გვაქვს შეზღუდვა მაინცდამიანც ღვინოზე, რუსეთმა ძალიან კარგად იცის, რომ ღვინო საქართველოს სტრატეგიული, უმნიშვნელოვანესი პროდუქტია. რუსეთმა ძალიან კარგად გაანალიზა ყველაფერი. შესაბამისად, ცდილობს რომ სუსტ ადგილზე დაგვარტყას, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ღვინო ევროპაშიც გადის უკვე. ამიტომ, ვფიქრობ, რუსული მხარე უფრო მეტად დაზარალდება.
ხილს ბოსტნეულს რაც შეეხება, ასე თუ ისე საკმაო რაოდნეობით გადის საქართველოდან. ეს არის მალფუჭებადი პროდუქტები და ამან შესაძლოა მეტი ზიანი მოგვაყენოს, რაც არ უნდა ვიძახოთ, რომ ქართული მხარე არ დაზარალდება ასე არ არის. რა თქმა უნდა, დავზარალდებით, თუნდაც ის ფაქტი, რომ 8 ივლისიდან ფრენა გაუქმდება და ის, რომ ტურისტები არ გვეყოლება. ამ მომენტისთვის, ანუ 20 ივნისის შემდეგ გვაქვს ეს მოცემულობა, რომ ეკონომიკურად ქვეყანას გაუჭირდება, მაგრამ გამოსავალი ყოველთვის არის~, - აღნიშნა `რეზონანსთან~ საუბრისას პაატა აროშიძე.
რამდენიმე დღის წინ „როსელხოზნადზორის“ პრეს-მდივანმა იულია მელანომ განაცხადა, რომ საქართველოდან რუსეთში იმპორტირებულ მცენარეულ პროდუქციაში რაიმე სერიოზული დარღვევა არ დაფიქსირებულა.
სოფლის მეორნეობის კვების ექსპერტი კობა კობალაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ რუსეთში საქართველოდან იმ რაოდენობის ხილი და ბოსტნეული არ გადის, მისი შეჩერებით შეჩერებით რაიმე გავლენის მოხდენა შეიძლებოდეს ეკონომიკაზე.
„ჩვენი წილი პროდუქტი რუსეთში ძალიან მინიმალურია, ბოსტნეულისა და ხილის თვალსაზრისით. სიმართლე ვთქვათ, საკუთარი პროდუქტი ჩვენც არ გვყოფნის არამც თუ გასატანად გვქონდეს ის რაოდენობა, რომ ამან რაიმე სახის მძიმე ეკონომიკური ზიანი მოგვაყენოს. რაც შეეხება ღვინოს, იგი უკვე ევროპაშიც ძალიან მოთხოვნადია და ჩინეთშიც.
ვაშლატამა ადრე კახეთიდან ოთხ ლარად მიჰქონდათ რუსეთში დღეს კი მისი ფასი 80 თეთრს არ აღემატება. რუსეთი სხვა მხრიდანაც მარაგდება ხილით და ბოსტნეულით და არ უნდა დაგავავიწყდეს, რომ ჩვენ იმხელა ექსპორტი არასდროს გვქონდა, რომ ამან ზიანი მოგვაყენოს~, - აღნიშნა კობა კობალაძემ `რეზონანსთან~ საუბრისას.