რეზონანსი
28.06.2019

 (რეზონანსი) ხობში, მდინარე ხობისწყალში მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ის სახლიდან ორი დღის წინ გავიდა.

„ოჯახი თურმე ორი დღეა ეძებს. მას მაშველთა 5-კაციანი ბრიგადა ეძებდა. როგორც ვიცი, თვითმხილველმა ეს მამაკაცი ბოლოს მდინარის მიმდებარე ტეროტორიაზე ნახა და გამომდინარე აქედან ივარაუდეს, რომ შეიძლებოდა მდინარეში გასაგრილებად შესულიყო და დაიხრჩო," - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა ლევან ლიპარტიამ.

მამაკაცის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×