რეზონანსი
28.06.2019

ტელეკომპანია „პირველთან" ინტერვიუში „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნიკა მელიამ ისაუბრა თუ როგორ გაჩნდა იდეა იმის შესახებ, რომ მარტო მჯდარიყო პარლამენტში მისთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერების საკითხის განხილვისას.

როგორც მელია ამბობს, ეს იდეა წინა საღამოს მის ახლობელ ნიკა ობოლაძეს გაუჩნდა. „მან ეს ის იდეა საუბარში ახსენა, მომეწონა და ჩავთვალე, რომ ასე ჯობდა, ვიდრე იქ შევსულიყავით ორივე ფრაქცია და „ქართულ ოცნებას" საკუთარი დღის წესრიგი შეექმნა. მე ვესაუბრე ჩემს კოლეგებს და ვთხოვე მათ, რომ მარტო დავეტოვებინე"-განაცხადა ნიკა მელიამ.

26 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა, გენერალურმა პროკურატურამ კი 25 ივნისს მას ბრალი წაუყენა. როგორც პროკურორმა განაცხადა მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. 27 ივნისს მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა.

წყარო: იმედი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×