რეზონანსი
29.06.2019

არც მოთხოვნების გადაკეთებას ვაპირებთ, არც რამის დამატებას და არც რამის გამოკლებას. არავითარი ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა ჩვენი მხრიდან არ იქნება“, – ამის შესახებ პარლამენტთან მიმდინარე აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ისინი თავად გადაწყვეტენ, თუ რა მოთხოვნებს წაუყენებენ მთავრობას.

„კონკრეტული მოთხოვნით დავიწყეთ ყველაფერი და ამ კონკრეტული მოთხოვნის დაკმაყოფილებისთანავე დასრულდება ყველაფერი. ჩვენ 5 დღეში მოვახერხეთ ის, რაც ვერ მოახერხეს ამ პოლიტიკოსებმა დიდი ხნის განმავლობაში. ჩვენ თვითონ გადავწყვეტთ, რა მოთხოვნები დავაყენოთ და რა არა. შეგიძლიათ, გადასცეთ ექსპრეზიდენტს“, – განაცხადა აქციის ორგანიზატორმა „პალიტრანიუსის“ ეთერში .

სააკაშვილმა აქციის მონაწილეებს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნის წამოყენებისკენ მოუწოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×