რეზონანსი
29.06.2019

 ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრალდებებს პასუხობს:

“სააკაშვილმა, წუხელ მეასედ შემრაცხა რუსეთის ჯაშუშად. ამჯერად დააზუსტა – ვიცი ბავშვობიდან "დაავერბოვკეს", ოჯახში პრობლემების გამოო… 

რატომ არ მიაღებინე კანონი ლუსტრაციის შესახებ, შენს ნოტარიუს პარლამენტს? დღემდე ყველა ეწინააღმდეგებით მაგ კანონის მიღებას. იმიტომ, რომ დაკარგავთ ექსკლუზივს – რუსეთის აგენტები ეძახოთ – საქართველოს ერთგულ შვილებს!

ზუსტად თუ იცოდი, რას მეძმაკაცებოდი?

მაქებდი, მადიდებდი, დითირამბებს მიმღეროდი?

ან რატომ არ დამიჭირე?

ან რუსებმა, მთლად ბავშვობაში "დავერბოვკებული" აგენტის ისტორია გაგანდეს?

და თუ გაგანდეს – ისევ აგენტი როგორ ვარ?

ჩამოყალიბდი – შე ნაძირალა! მე ყოველთვის ვიყავი საქართველოს “აგენტი”, ვარ და ვიქნები სიცოცხლის ბოლომდე! 

შენ კი მიშა, ყოველთვის იყავი, ხარ და იქნები საქართველოს დაუძინებელი მტერი!” – წერს ყანდიაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×