რეზონანსი
29.06.2019

 (რეზონანსი) ორი თვის წინ, მი­ლან­ში გარ­დაც­ვლი­ლი 27 წლის ქარ­თვე­ლი გო­გო­ნას, იზა ქავ­თა­რა­ძის საქ­მე­ზე ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი ხდე­ბა ცნო­ბი­ლი. იტა­ლი­უ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლია აფ­რი­კე­ლი მა­მა­კა­ცი, სა­ხე­ლად მო­ჰა­მე­დი, რო­მელ­მაც სა­ვა­რა­უ­დოდ ჰე­რო­ი­ნის სა­სიკ­ვდი­ლო დოზა მიჰ­ყი­და ქარ­თველ გო­გო­ნას.

37 წლის მო­ჰა­მედ კაგ­ბო წარ­მო­შო­ბით სი­ე­რა ლე­ო­ნე­და­ნაა და სწო­რედ მან მიჰ­ყი­და ქარ­თველ გო­გო­ნას ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის სა­სიკ­ვდი­ლო დოზა. მა­მა­კა­ცი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ იზა ქავ­თა­რა­ძე "მისი მე­გო­ბა­რი გო­გო­ნა იყო".

აფ­რი­კე­ლი ნარ­კო­დი­ლე­რი ახლა და­კა­ვე­ბუ­ლია. პო­ლი­ცი­ამ ის რამ­დე­ნი­მეთ­ვი­ა­ნი გა­მო­ძი­ე­ბის შემ­დეგ დამ­ნა­შა­ვედ ცნო იზა ქავ­თა­რა­ძის - იზა­ბე­ლის (რო­გორც მას იტა­ლი­ა­ში იც­ნობ­დნენ) სიკ­ვდილ­ში.

lastampa.it გა­მო­ძი­ე­ბა­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, რომ გო­გო­ნამ მო­ჰა­მედ კაგ­ბო 2019 წლის იან­ვარ­ში გა­იც­ნო. იზა ქავ­თა­რა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ღა­მეს, ქალი და მა­მა­კა­ცი ერ­თად იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ სას­ტუმ­რო­ში, შემ­დეგ გო­გო­ნა თა­ვის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში მა­უ­რი მა­კის ქუ­ჩა­ზე დაბ­რუნ­და, სა­დაც ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის ლე­ტა­ლუ­რი დოზა მი­ი­ღო და შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×