რეზონანსი
29.06.2019

 (რეზონანსი) თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე, მეტროსადგურები „ვაჟა-ფშაველა" და „სახელმწიფო უნივერსიტეტი" 10:15 საათიდან შეფერხებით მუშაობს. მგზავრების მომსახურება მხოლოდ მეტროსადგურ „დელისამდე" არის შესაძლებელი. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.

როგორც ცნობილია, სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლები პრობლემის აღმოსაფხვრელად უკვე მუშაობენ. მეტროსადგურები უახლოეს პერიოდში გაიხსნება და საბურთალოს ხაზზე მატარებლების მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

თბილისის მეტროს პირველი ხაზი („ახმეტელის თეატრი"- „ვარკეთილი") შეუფერხებლად მუშაობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×