ია აბულაშვილი
29.06.2019

 "ეს ორი ძალა, პოზიცია და ოპოზიცია ერთმანეთს ისე დაუპირისპირდა, ისე ზიზღით უყურებენ ერთმანეთს, რომ შეუძლებელია მათი თანამშრომლობა. არანაირი ძალაც არ არსებობს ესენი ერთმანეთს დაახლოვოს, ამიტომ, ვფიქრობ, რომ არჩევნებამდე დარჩენილი ერთი წელი, წყალშია გადაყრილი"- ასე ეხმაურება კინორეჟისორი გოგი თორაძე ქვეყანაში შექმნილ სიტუაციას.

"საქართველოში არ ვიყავი, როდესაც ეს ამბები მოხდა. მინსკში ჩემი ფილმის პრემიერა იყო და ვნახე მინსკელი მეგობრები, როგორ განიცდიდნენ რაც ჩემს სამშობლოში ხდებოდა. იმდენად დამთრგუნა მომხდარმა, რომ ჩემს საქმესაც ვეღარ ვაკეთებ, 20 ივნისის ღამის კადრების ნახვას კი გავურბივარ.

"რამდენი ქარტეხილი დაგვატყდა თავს ამ 30 წლის განმავლობაში, ნუთუ აღარ კმარა ერთმანეთთან დაპირისპირება, საზოგადოების 150 ნაწილად გაყოფა და რა ვიცი კიდევ რამდენი რამ.

"გაუგონარია, ასეთი დონის დაპირისპირება ოპოზიციას და პოზიციას შორის. ერთმანეთის მიმართ ძალიან ანტიპატიურად არიან განწყობილი, რა სიტყვებით მიმართავენ და როგორი ზიზღით უყურებენ ერთმანეთს, შეუძლებელია მათი თანამშრომლობა.

"და არანაირი ძალა არ არსებობს ესენი ერმათნეთს, რომ დაახლოვოს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ არჩევნებამდე დარჩენილი ერთი წელი წყალშია გადაყრილი.

რაც შეეხება შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალს, კარგია რომ არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების გადაწყვეტილება მიიღეს, რაც მოქმედ პარტიებს პარალმენტში მოხვედრის საშუალებას აძლევს, ამიტომ ამ თემისკენ უნდა იყოს ყურაღება მიმართული, და არა იმაზე, ერთმანეთი როგორ გაანადგურონ. როგორ ხარობს ერთი მხარე, მეორეს რამე, რომ უფუჭდება, არადა ერთ ქვეყანაში ცხოვრობენ.

"სიტუაცია ასე არ გართულდებოდა, ერთმანეთთან ლიალოგი რომ შემდგარიყო, ამიტომ მოხდა ის რაც მოხდა. არადა, კარგი პოლიტიკოსი ქვეყანას ამ კრიზისიდან უკვე გამოიყვანდა.

"ახალგაზრდები არის ჩვენი ჰაერი და ძალიან მომწონს ასეთი განათლებული რომ არიან, ასე თანამედროვედ რომ აზროვნებენ. ამ ახალგაზრდებს მოსმენა სჭირდება.

"კრიზისს აუცილებლად წარმატება მოჰყვება, გამოვალთ ამ ძალიან მძიმე სიტუაციიდან; გაიმრჯვებს საღი აზრი და ყველანი ჩვენს საქმეს დავუბრუნდებით" - აცხადებს "რეზონანსთან" გოგი თორაძე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×