რეზონანსი
29.06.2019

 (რეზონანსი) მთავრობას არანაირი ნდობა აღარ აქვს და უნდა გადადგეს, ვადამდელი არჩევნები კი რაც შეიძლება მალე უნდა ჩატარდეს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრა რულოვსმა განაცხადა, რომელიც „თავისუფლების მარშში" მონაწილეობს.

რულოვსის თქმით, 20 ივნისის ღამეს მომხდარის გამო პასუხისმგებლობა მთლიანად მთავრობამ უნდა აიღოს.

„გახარია უნდა გადადგეს, მთავრობას არანაირი ნდობა აღარ აქვს და უნდა გადადგეს მთლიანობაში. უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები რაც შეიძლება, მალე. ივანიშვილის რეჟიმი უნდა დამთავრდეს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე მათი პასუხისმგებლობაა - რა იარაღებიც გამოიყენეს, რაც ესროლეს ხალხს, რამდენი ხალხი დაინვალიდდა, რამდენი დაბრმავდა და ეს ყველაფერი მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, გაფრთხილების გარეშე", - განაცხადა რულოვსმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×