რეზონანსი
30.06.2019

 უკრაინის ცესკომ მიხეილ სააკაშვილის პარტია უმაღლესი რადას რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობისთვის დაარეგისტრირა

უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიხეილ სააკაშვილის პარტია „ახალ ძალთა მოძრაობა“ უმაღლესი რადას რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობისთვის დაარეგისტრირა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის ცესკომ თავდაპირველად სააკაშვილის პარტიას რეგისტრაციაზე უარი უთხრა. თუმცა შემდეგ უკრაინის სასამართლომ ცესკოს დადგენილება გააუქმა.

უკრაინაში უმაღლესი რადას რიგგარეშე არჩევნები 21 ივლისს გაიმართება.

(აიპიენი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×