რეზონანსი
30.06.2019

 (რეზონანსი) საგარეჯოს მუნიციპალოტეტში, სოფელ შიბლიანთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ქალი და მისი ორი მცირეწლოვანი შვილი საგარეჯოდან თბილისში გადმოიყვანეს.

მათ პირველადი დახმარება საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსის" კლინიკაში გაეწიათ, თუმცა მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, ისინი ცოტა ხნის წინ თბილისში, ბოკერიას სახელობის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დაშავებულები რუსეთის მოქალაქები არიან.

დღეს დილით, სოფელ შიბლიანთან ერთმანეთს „მერსედესის" მარკის ორი ავტომობილი შეეჯახა. მომხდარის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ორი ადამიანი.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 -ე მუხლით მიმდინარეობს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×