რეზონანსი
30.06.2019

 (რეზონანსი) 20 ივნისს აქციის დაშლისას მძიმედ დაშავებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაში დადებითი დინამიკა შეინიშნება, - ამის შესახებ რეგიონული ჰოსპიტალის დირექტორმა ნათია ნუცუბიძემ განაცხადა.

ექიმის განცხადებით, ჰოსპიტალში სულ სამი პაციენტი იყო გადაყვანილი სხვადასხვა კლინიკებიდან, რომელთაგან ერთი სავარაუდოდ, ხვალ გაეწერება, მეორე დაკვირვების ქვეშ რჩება, თუმცა მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულია, მესამე, 46 წლის მამაკაცის მდგომარეობა კი უკეთესობისკენ იცვლება.

„46 წლის პაციენტი იყო მძიმე მდგომაროებაში. ჩვენთან მართვითი სუნთქვის აპარატით იქნა გადმოყვანილი. პაციენტს მეორე დღეა დინამიკაში გაუმჯობესება აღენიშნება. მეორე დღე მოიხსნა მედიკამენტოზური სედაციიდან. რჩება გამარტივებულ ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის რეჟიმზე, სპონტანურად ახელს თვალებს და ცდილობს მარტივი დავალებების შესრულებას. დინამიკაში გაუმჯობესება გვაქვს. რაც შეეხება დანარჩენ ორ პაციენტს, ერთი სტაბილურია და გაეწერება მალე. მეორე რჩება დაკვირვების ქვეშ",- განაცხადა ექიმმა „ინტერპრესნიუსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×