რეზონანსი
30.06.2019

 (რეზონანსი) თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის ქვემო ფონიჭალის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

„ჰონდას" მარკის მსუბუქ ავტომობილს სატვირთო ავტმანქანა შეეჯახა, რომლის შემდეგ მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ფეხით მოსიარულეთა ბილიკზე ავარდა.

შემთხვევის შედეგად „ჰონდას" მარკის ავტომობილის მძღოლი დაშავდა, ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ავტოსაგზაო შემთხევევის გამო, ქვემო ფონიჭალაში ტრანსპორტის მოზრაობა დრობით შეფერხებული იყო. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×