რეზონანსი
01.07.2019

 (რეზონანსი) ოკუპირებულ აფხაზეთში, ენგურის ხიდის გამშვებ პუნქტთან ზუგდიდში გადმოსვლას ამ დროისთვის 50-მდე აბიტურიენტი ელოდება.

მათი ინფორმაციით, ადგილზე რამდენიმე საათის წინ გალის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თემურ ნადარაია იმყოფებოდა, რომელმაც მათ უთხრა, რომ სტუდენტებსა და აბიტურიენტებს ენგურის ხიდზე გადასვლის შესაძლებლობა არ მიეცემათ.

„დილის 8 საათიდან ველოდებით, გვპირდებიან რომ გადაგიშვებთო, მგონი მეორე სესიასაც ვეღარ ვასწრებთ, ნაწილი ბავშვებისა უკან გაბრუნდა",- განუცხადა „პრაიმტაიმს" იქ მყოფმა აბიტურიენტმა.

27 ივნისს საოკუპაციო რეჟიმის მიერ ენგურის ხიდის ჩაკეტვის გამო აბიტურიენტების ნაწილი ეროვნულ გამოცდებზე ჩამოსვლას ვერ ახერხებს.

ზუგდიდის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელის ნანა ქირიას ინფორმაციით, ზუგდიდში გამოცდების პირველ სესიას აფხაზეთიდან გადმოსული 6 მოსწავლე დაესწრო.

წელს ეროვნულ გამოცდებზე ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები 170-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×