რეზონანსი
01.07.2019

 (რეზონანსი) საინფორმაციო სააგენტო „დოჟდის" ინფორმაციით, ნინო ქათამაძემ თავისი ფეისბუქ-პოსტი, სადაც ის აცხადებს, რომ რუსეთში კონცერტს აღარ ჩაატარებს, მომღერალმა წაშალა. ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან ნინოს ფეისბუქზე ისევ უდევს თავისი ვრცელი სტატუსი. ნინოს სტატუსების ქვეშ რუსი ეროვნების მომხმარებლების კომენტარებშიც იგივე წერია, რომ თითქოს მომღერალს ეს პოსტი აღარ უდევს.

ნინო ქათამაძის გადაწყვეტილებამ რუსი მსმენელის განაწყენება გამოიწვია, ისინი მსგავსი შინაარსის კომენტარებს წერენ - არავინ იტირებს ამის გამო, უკრაინა ხომ გიყვარს, წადი და იქ იმღერე, რამენაირად გადავიტანთ შენი კონცერტის დეფიციტს...

ვებ გვერდზე - redkassa.ru იყიდება ნინოს კონცერტის ბილეთები, რომელიც 2020 წლის 27 მარტს არის დაგეგმილი. ამის შესახებ ინფორმაცია www.msmgroup.ru- ზე გამოქვეყნდა, რომელიც ამ კონცერტის ორგანიზატორია. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კონცერტი მოსკოვში, Vegas City Hall-ში გაიმართება.

დღეს ნინომ „პრაიმტაიმის" კითხვაზე - 2020 წლის 27 მარტს ატარებს თუ არა კონცერტს მოსკოვში, გვიპასუხა.

ნინო ქათამაძე: - დაგეგმილ კონცერტებს ვაუქმებ. ჩემი ერთგული მსმენელის განაწყენების არანაირი სურვილი არ მაქვს. Msmgroup.ru ჩემი პარტნიორია, რომელთანაც ხელშეკრულება მარტში დავდე. ეს ჯგუფი როგორც უკრაინაში, ისევე რუსეთში აკეთებდა ჩემს კონცერტს. თუ მათ გვერდზე ჩემი კონცერტის რეკლამა ისევ მიდის, აუცილებლად შევატყობინებთ, რომ რუსეთში კონცერტს აღარ ვატარებ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×