"2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება მნიშვნელოვანი საკითხია. ქვეყანაში შეიქმნება მარვალპარტიული სისტემა და მომავალ პარლამენტში სავარაუდოდ 7-10 პარტია მაინც შევა" - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც "რეზონანის" 20 ივნისის მოვლენებზე და მის შედეგებზე ესაუბრა.
იგორ კვესელავა: მოვლენები, რომელიც ქვეყანაში განვითარდა, 20 ივნისს არ დაწყებულა. ეს პროცესი დაიწყო უფრო ადრე. ჯერ მოხდა ოპოზიციის გაერთიანება, პატარ-პატარა, ერთკაციანი პარტიები გაერთიანდნენ "ნაციონალური მოძრაობის" ირგვლით, რომელსაც აქვს ფინანსური და პოლიტიკური რესურსი და მშვიდობიანი რევოლუციის მოწყობის გამოცდილება. ზუგდიდში შუალედური არჩევნების ჩატარების შემდეგ, მიღებული შედეგის შემდეგ, ოპოზიციამ გააკეთა განცხადება, გვახსოვს სანდრა რულოვსის განცხადება, რომ საპროტესტო აქციებს დაიწყებდნენ. მაშინ ეს ვერ შეძლეს. ამიტომ ელოდნენ მომენტს, როცა ეს მომენტი დადგა, გამოიყენა ხელისუფლების შეცდომაც და საზოგადოების განწყობაც, რომელიც მოჰყვა რუსი დეპუტატის ჩამოსვლას საქართველოში. ამის შემდეგ ვნახეთ ოპოზიციის მხრიდან მოწოდება პარლამენტში შეჭრის. ანუ ჩატარდებოდა სხდომა, მიიღებდნენ გადაწყვეტილებას და ქვეყანაში დამყარდებოდა ორხელისუფლებიანობა. რა თქმა უნდა, ამას მტკიცებით ფორმაში არ ვამბობ, მხოლოდ დაშვებას ვაკეთებ.
"რ": ხელისუფლების მხრიდან ჩატარებულ ოპერაციას როგორ შეაფასებდით, თვლით, რომ იყო ძალის გადამეტება აქციის დაშლის დროს?
ი.კ: რა უნდა გაეკეთებინა სახელმწიფოს, ამ შემთხთვევაში ხელისუფლებას, დაეთმო და შტურმით აეღოთ ქვეყნის საკნონმდებლო ორგანო? მოიქცა ისე, როგორც ამას მოითხოვს კანონი, დაიცვა სახელმწიფო ინსტიტუტი და ქვეყნის უსაფრთხოება. ყველამ ვიცით, რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდლობა საქართველოში ორჯერ იყო და ამის თავიდან აცილება ვერ შეძლეს ვერც გამსახურდიამ და ვერც შევარდნაძემ. ეს იყო მესამე შემთხვევა და ხელისუფლებამ იმოქმედა სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. რაც შეეხება ძალის გადამეტებას, ამას გამოძიება დაადგენს და ვინც დასასჯელია დაისჯება.
"რ": შს მინისტრის გადაგომის მოთხოვნით აქციები არ წყდება. პროტესტანტები ამბობენ, რომ არ დაიშლებიან ვიდრე გახარია არ გადადგება...
ი.კ: გახარიას ადგილზე არც მე გადავდგებოდი, მან ბოლომდე უნდა მიიყვანოს ეს საქმე. თავადაც განაცხადა, რომ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არ ვირიდებ, ოღონდ დაველოდოთ გამოძიებასო. გახარია საკმაოდ გონიერი მინისტრია, მან ძალიან მოთმინებით წაიყვანა მედიასთან შეხვედრა. სამწუხაროდ, ჟურნალისტთა ნაწილმა ბევრი იარლიყო მიაკრა, ჯალათი და რა არ უწოდეს. მერე ეს იარიყები გავრცელდა და დავიდა ბაზრის დონეზე. იმ დღეს ბაზარში ვიყავი და იქ ერთი კაცი ხმამაღლა ამბობდა, ჯალათი გახარია უნდა გადაგესო. ხედავთ, რა სიტუაციაა?
"რ": საპროტესტო აქციების ფონზე, ხელისუფლებამ 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით და ნულოვანი ბარიერით ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო. როგორ შეაფასებდით ამ ინიციატივას?
ი.კ: რა თქმა უნდა, ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი. ქვეყანაში შეიქმნება მრავალპარტიული სისტემა და დღეს მოქმედი პოლიტიკური ძალებიდან 7-10 პარტია მაინც შევა პარალმენტში. იქნება სირთულეებიც, თუნდაც მთავრობის შექმნასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს საკითხიც მოგვარდება. რაც შეეხება ოპოზიციის დათანხმება-არდათანხმების საკითხს, უმეტესობა დათანხმდება. "ნაციონალურ მოძრაობას" ეს ვრიანტი არ აწყობს. აწყობს სააკაშვილს პალამენტში 20-25 კაცის ყოლა, როცა ხელისუთლებაში მოსვლა უნდა? არ ვიცი, რა ტაქტიკას მოიფიქრებს "ნაცინალური მოძრაობა" და მისი ლიდერი. დღეის მდგომარეობით ყველა რესურსი, ფინანურიც და პოლიტიკურიც უკვე გამოიყენა. გათვლა, რომ ხელისუფლება უუნოროა, ეს მითიც გაქრა, ხელისუფლებამ მკაცრი ხელი აჩვენა. პოლიტიკაში მარტო მელიები და ტურები კი არ არიან, ხანდახან მგლებიც არიან. ვფიქრობ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" დათანხმდება ხელისუფლების ამ ინიციატივას, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც პოლიტიკური ძალა, გაქრება პოლიტიკური ველიდან.