რეზონანსი
02.07.2019

ას­ტრო­ლო­გი ხა­თუ­ნა ნო­ე­ლი 2 ივ­ლის­სა (მზის დაბ­ნე­ლე­ბა) და 17 ივ­ლისს (მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბა) მო­სა­ლოდ­ნე­ლი ას­ტრო­ლო­გი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ ინფორმაციას ავრცელებს:

"მე­გობ­რე­ბო, წინ საკ­მა­ოდ რთუ­ლი პე­რი­ო­დი გვაქვს გა­სავ­ლე­ლი. ე.წ. დაბ­ნე­ლე­ბე­ბის დე­რე­ფა­ნი.

2 ივ­ლი­სი მზის დაბ­ნე­ლე­ბის დღეა. როცა ბუ­ნე­ბა­ში ასე­თი მოვ­ლე­ნე­ბი ხდე­ბა, მზე და მთვა­რე შე­ერ­თე­ბა­ში მო­დი­ან, ანუ, ფაქ­ტობ­რი­ვად, ახალმთვა­რე­ო­ბას­თან გვაქვს საქ­მე, თუმ­ცა, რაღა თქმა უნდა, კი­დევ უფრო ძლი­ე­რი ზე­გავ­ლე­ნის მქო­ნეს­თან, ვიდ­რე ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ახა­ლი მთვა­რის დროსაა.

გარ­და ამი­სა, ნე­ბის­მი­ე­რი დაბ­ნე­ლე­ბა ყო­ველ­თვის აქ­ცენ­ტი­რე­ბუ­ლია მთვა­რის კარ­მუ­ლი კვან­ძე­ბით, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ამ მოვ­ლე­ნებს აუ­ცი­ლებ­ლად გა­აჩ­ნი­ათ კარ­მუ­ლი ხა­სი­ა­თი. ეს არის სი­ტუ­ა­ცია, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს დრო­მოჭ­მუ­ლის დას­რუ­ლე­ბას ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში და ახ­ლის და­სა­წყისს. ადა­მი­ა­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა ბუ­ნე­ბით კონ­სერ­ვა­ტო­რია და, სამ­წუ­ხა­როდ, ხში­რად შეჩ­ვე­უ­ლი ჭირი ურ­ჩევ­ნია შე­უჩ­ვე­ველ სი­კე­თეს. აში­ნებს სი­ახ­ლე­ე­ბი, რად­გან არ იცის, თუ რა შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს ცვლი­ლე­ბებს. ხში­რად ადა­მი­ა­ნე­ბი ვერც ხვდე­ბი­ან, რომ რა­ღა­ც­ებ­მა თავი ამო­წუ­რეს, რომ სა­ჭი­როა ძვე­ლის გაშ­ვე­ბა და ახ­ლის შე­ნე­ბა. მა­შინ სამ­ყა­რო ამას ძა­ლით აკე­თე­ბი­ნებს. სწო­რედ ამი­ტომ არის დაბ­ნე­ლე­ბე­ბი ასე­თი ფა­ტა­ლუ­რი.

მზის, მთვა­რი­სა და აღ­მა­ვა­ლი კვან­ძის შე­ერ­თე­ბა კირჩხი­ბის 11°-ზე ოპო­ზი­ცი­ა­შია თხის რქა­ში მყო­ფი სა­ტურ­ნი­სა და დაღ­მა­ვა­ლი კვან­ძის შე­ერ­თე­ბას­თან. იმავდრო­უ­ლად, დაბ­ნე­ლე­ბის ღერძს ჰარ­მო­ნი­უ­ლი აპექ­ტე­ბი აქვს ნეპ­ტუნ­თან. ასე­ვე არის და­დე­ბი­თი ას­პექ­ტი ურან­თა­ნაც. ეს კი იმას ნიშ­ნავს, რომ დაბ­ნე­ლე­ბის ნე­გა­ტი­უ­რი ენერ­გე­ტი­კა შე­იძ­ლე­ბა გა­ნი­მუხ­ტოს სუ­ლი­ე­რე­ბის, ჰუ­მა­ნუ­რო­ბი­სა და სი­ახ­ლე­ე­ბის გზით, რად­გან ნეპ­ტუ­ნი ჩვე­ნი სუ­ლი­ე­რი და მო­რა­ლუ­რი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბია, ხოლო ურა­ნი სწრაფ ცვლი­ლე­ბებს გა­ნა­გებს ას­ტრო­ლო­გი­ა­ში. ანუ ახლა მხო­ლოდ ურა­ნუ­ლი, ანუ რე­ფორ­მის­ტუ­ლი მიდ­გო­მა მო­ი­ტანს სა­სურ­ველ შე­დე­გებს.

ცვლი­ლე­ბე­ბი უნდა გა­ტარ­დეს იმ თე­მებ­ში, რაც ეხე­ბა კირჩხი­ბი­სა და თხის რქის თე­მა­ტი­კას. კირჩხი­ბი კი ას­ტრო­ლო­გი­ა­ში გან­კარ­გავს სამ­შობ­ლოს, ეროვ­ნულ ფა­სე­უ­ლო­ბებს, ტრა­დი­ცი­ებს, ოჯახს. რო­გორც ვთქვით, ამას უპი­რის­პირ­დე­ბა თხის რქა­ში დაღ­მა­ვალ კვანძთან შე­ერ­თე­ბუ­ლი სა­ტურ­ნი. სა­ტურ­ნი კი არის ბი­უ­როკ­რა­ტია.

თუ გო­ნი­ე­რე­ბა არ გვე­ყო და არ მოხ­და სი­ტუ­ა­ცი­ის სწო­რი გზით გან­მუხ­ტვა, მა­შინ სე­რი­ო­ზუ­ლი კარ­მუ­ლი ვა­ლე­ბის გას­ტუმ­რე­ბა გვე­ლის, რაც იოლი არას­დროს არის ხოლ­მე.

ვის შე­ე­ხე­ბა უფრო ხაზ­გას­მით ეს ამ­ბე­ბი?

ვი­ნა­ი­დან დაბ­ნე­ლე­ბე­ბი კირჩხი­ბი­სა და თხის რქის ღერძზე ხდე­ბა, ცხა­დია, ამ ნიშ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს. აგ­რეთ­ვე მოვ­ლე­ნე­ბის ორომ­ტრი­ალ­ში ჩათ­რე­უ­ლე­ბი აღ­მოჩ­ნდე­ბი­ან სას­წო­რე­ბი და ვერ­ძე­ბიც. მი­თუ­მე­ტეს, თუ ისი­ნი თა­ვის დრო­ზე მთვა­რის ან მზის დაბ­ნე­ლე­ბე­ბის ახ­ლო­მახ­ლო თა­რი­ღებ­ზე არი­ან და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი.

ვინც და­ი­ბა­და 1-დან 3 ივ­ლი­სის პე­რი­ოდ­ში - მათ ეხე­ბათ. ასე­ვე 6-8 იან­ვრის ინ­ტერ­ვალ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი თუ ხართ, - თქვენც. შე­ე­ხე­ბა იმა­თაც, ვი­საც პლა­ნე­ტე­ბი ყავთ კირჩხი­ბის 10-დან 12 გრა­დუ­სის ჩათ­ვლით, ან თხის რქის 16-18 გრა­დუ­სებ­ზე. აქვე ვი­ტყვი - თხის რქა­ზე უფრო ნაკ­ლე­ბად იმუ­შა­ვებს, ვიდ­რე კირჩხიბ­ზე.

თუ არც კირჩხი­ბი ხართ, არც თხის რქა, და არც თქვე­ნი ამ­ქვეყ­ნად მოვ­ლე­ნის ჟამს პლი­უს-მი­ნუს ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში დაბ­ნე­ლე­ბებს ად­გი­ლი არ ჰქო­ნია, არ შე­გე­ხე­ბათ".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×