რეზონანსი
02.07.2019

  ნიკა მელია სააპალაციო სასამართლოში მივიდა. მან მედიასთან კომენტარი გააკეთა და განაცხდა, რომ ხელისუფლებისთვის ის დაჭრილი მხეცია და დაჭრილი მხეცი საშიშია.

„ხელისუფლებას სურს, მე აღარ მნახოს პარლამენტში. მტკიცებულება არ არსებობდა ისე უყარეს კენჭი და და ახლა ამას ბევრი ნანობს. მეც მათ ადგილზე მორალურ დისკომფორტს განვიცდიდი. უნდოდათ შედეგი დამდგარიყო პატიმრობა, სიჩქარეში ვერ გათვალეს ბევრი რამ, ახლა არიან ჩიხში, მაგრამ ჩიხი ბევრად ღრმა არის, ვიდრე მათ ეგონათ. წარმოიდგინეთ სურათი, როცა მე ვიქნები იქ, სადაც მასამართლებდნენ - სხდომათა დარბაზში", - დასძინა მელიამ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ნიკა მელიას საქმეზე დაცვის და ბრალდების მხარის საპელაციო საჩივრის ზეპირი მოსმენა თბილისის სააპელაციო სასამართლოში იმართება.

ჯგუფური ძალადობის ორგანიზების საქმეზე ბრალდებულ ნიკა მელიასთვის შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებას ორივე მხარე ასაჩივრებს.

ბრალდების მხარე მისთვის პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, რაც არ დაკმაყოფილდა.

დაცვის მხარე კი ითხოვს, აღკვეთის სახით გირაოსთან ერთად შეფარდებული დამატებითი ვალდებულებებიდან შეზღუდვები გაუქმდეს.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

ამასთან, მის მიმართ დამატებითი შეზღუდვებიც დაწესდა - ის საცხოვრებელ ადგილს საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე ვერ დატოვებს. მას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საჯარო განცხადებების გაკეთება და მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაციაც ეკრძალება.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ნიკა მელიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

უწყებამ 25 ივნისს, საკანონმდებლო ორგანოს მელიასთვის დეპუტატის მანდატის შეჩერებისთვის მიმართა.

მელიას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური ძალადობის

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×