რეზონანსი
02.07.2019

18 წლის მაკო გომურმა, რომელმაც 20 ივნისის ღამეს, დარბევის შედეგად თვალი დაკარგა, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებს მიმართა. მან გულშემატკივრებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

„თქვენ რომ გაქვთ ბრძოლის უნარი, მე ეს მაძლევს ძალას. მადლობა, რომ ასე იბრძვით ჩემთვის და საქართველოსთვის. ჩემთვის თქვენ ხართ გმირები, რადგან არ ნებდებით არც ერთი წუთი. ვიცი რისთვისაც დგახართ მან. მინდა, ჩვენ ვიყოთ ბოლო ადამიანები, რომლებიც დავშავდით და ეს აღარასოდეს განმეორდეს.მინდა თავისუფალ და დალაგებულ ქვეყანაში ვიცხოვროთ, " - მიმართა გომურმა რუსთაველზე შეკრებილებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×