რეზონანსი
02.07.2019

 (რეზონანსი) გურჯაანის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჩუმლაყის ცენტრში 63 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

ჩუმლაყში მერის წარმომადგენლის, ზაზა რუაძის ინფორმაციით, მამაკაცი ქუჩაში მოულოდნელად წაიქცა და მისი დახმარება ვერავინ შეძლო.

„სამეგრელოს ერთ-ერთი რაიონიდან, ატმის კრეფაზე, მუშად იყო ჩამოსული. რითი გარდაიცვალა, ჯერ არ ვიცით", - განაცხადა „პრაიმტაიმთან" რუაძემ.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მამაკაცი პროზექტურაში გადაასვენა. გარდაცვალების მიზეზს ექსპერტ-კრიმინალისტები ადგენენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×